#9907506 · 4 Jun 2008, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნარკომანიამ საქართველო წალეკა. სტატისტიკა ძალზე შემაშფოთებელია და არც პერსპექტივა ჩანს საინტერესო. ახალგაზრდობის საკმაო ნაწილი ნარკომანიის წუმპეშია ჩაძირული. სახელმწიფო ვითომ რაღაცას აკეთებს, საზოგადოება ვითომ წუხს, სპეციალისტები ვითომ რაღაცას იღწვიან, მაგრამ ყველაფერი ,,ვითომ", თორემ ჩემი აზრით არაფერი არ კეთდება. ნარკომანიის თემა მხოლოდ პიარისთვის აინტერესებთ, ზოგს კი დიდი ფულის საკეთებლად. მაინტერესებთ თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემის გარშემო. შეძლებს კი საქართველო ამ სენის უმტკივნეულოდ გადატანას?
|