
სამწუხაროდ, გარდაიცვალა ბო დიდლი, იგივე ელას მაკდენიელი.. როკ ენ როლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მომღერალი, გიტარისტი. მან დიდი წვლილი შეიტანა მუსიკაში - ჰქონდა საკმაოდ ენერგიული რითმები, სწრაფი გადასვლები (თავად კვადრატული ფორმის გიტარაზე უკრავდა).
მას თვლიდნენ როკ-მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებლად. აქვს მიღებული "გრემი" (1998) ცხოვრებისეული წვლილისათვის და შეტანილია როკ ენ როლის შემსრულებელთა 20ეულში ("როლინგ სტოუნის" მიხედვით). 2005 წელს ჰქონდა წარმატებული ტური ავსტრალიასა და ევროპაში. 2007 წლის მაისში გადაიტანა ინსულტი სცენაზე.
2 თებერვალს გარდაიცვალა ფლორიდაში.
p.s.: მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. გარდა ყველაფრისა, სიდ ბარეტზეც დიდი გავლენა იქონია და ამიტომ ჩემთვის ორმაგად საინტერესო პიროვნებაა..
ვიკიპედიიდან მისი დისკოგრაფიის დაკოპირების მაგიერ, რამეს თუ მოვნახავ, დავდებ აქ.. ალბომები ქართულზე არ დევს..
აი ერთ-ერთი შესანიშნავი სიმღერა:
I'm a man
http://alldrives.ge/main/linkform.php?f=41a9cfd5af860d99