სკარლეტზე თუა თემა კირამ რაღა დააშავა, ჩემი აზრით მაგაზე ნიჭიერიცაა და ლამაზიც.
მაშ ასე კირა კრისტინა ნაიტლი დაიბადა 1985 წლის 26 მარტს ლონდონში, ტედინგსტონში, მიდლექსის საგრაფოში. მისი მშობლები ბრიტანეთში კარგად ცნობილი ხელოვნები იყვნენ: მამა ცნობილი ინგლისელი მსახიობი უილ ნაიტლი და დედა სცენარისტი შერმან მაკდონალდი.
კირა მსახიობობაზე ადრეულ ასაკშივე ოცნებობდა, ჯერ კიდევ 3 წლის გოგონამ მშობლებს მოთხოვა, რომ მისთვის საკუთარი აგენტი დაექირავებინათ, როდესაც მშობლები დარწმუნდნენ, რომ ეს კირას სერიუზული მოთხოვნა იყო და არა ახირება დათანხმდნენ, ოღონდ იმ პირობით, რომ კარგად ისწავლიდა.
ასე რომ მომავალ ვარსკვლავს 6 წლის ასაკში უკვე საკუთარი აგენტი ყავდა და სწორედ ამ ასაკში შედგა მისი დებიუტი კინოში. ფილმ Royal Celebration, სადაც პატარა გოგონას როლი შეასრულა. 11 წლის ასაკში უკვე მის პორტფოლიოში იყო მონაწილეობა მინი-სერიალებსა და ტელე-შოუებში, რომელიც მთელ ევროპაში გადაიცემოდა.
ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა მისი კარიერა რო არა კირას საოცარი მსგავსება ნატალი პორტმანთან, რის მეშვეობითაც მან მოიპოვა დედოფლის ორეულის საბეს როლი ჯორჯ ლუკასის ფილმში Star War Episode IThe Phantom Menace, რითაც შედგა კიდეც მისი დებიუტი დიდ კინოში.
შემდეგ იყო პირველი სერიოზული როლი ბრიტანულ სერიალში Oliver Twist და ლარის როლი სერიალში Doctor Jivago. ფსიქოლოგიური დრამა The Hole სადაც კირამ პირველად მიიღო მონაწილეობა შიშველ სცენებში.
თუმცა კირამ პირველ დიდ წარმატებას 2002 წელს მიაღწია, როდესაც შეასრულა მთავარი როლი ფილმში Bend It Like Beckham, სადაც მოზარდი ფეხბურთელი გოგონას როლი შეასრულა, ამ ფილმმა 76 მლ. დოლარის მოგება მოიტანა, ახალგაზრდა მსახიობს კი პოპულარობა მოუტანა.
2003 წელს კირამ ითამაშა ქალის მთავარი როლი ფილმში Piratess Of The Caribbean, რამაც კიდე უფრო გაზარდა მისი პოპულარობა, შემდეგ მან ითამაშა Love Actually, The Jacket, King Arthur, Domino-ში რის შემდეგაც შეასრულა თავისი კარიერის ჯერჯერობით საუკეთესო როლი ფილმში Pride & Prejudice და სწორედ ამ ფილმში შესრულებული ელიზაბეტ ბენეტის როლით იყო ნომინირებული ოსკარზე ქალის საუკეთესო როლზე , მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯილდო ვერ მოიპოვა.
ამის შემდეგ მან მიიღო მონაწილეობა Pirates Of The Caribbean-ის გაგრძელებაში და ფილმ Silk-ში.
2008 წელს კინოგაქირავებაში გამოვიდა ორი ფილმი კირა ნაიტლის მონაწილეობით The Edge Of Love და The Duchess.
მიმაგრებული სურათი