ახალი კვლევის მიხედვით, მაღალ IQ ადამიანების ნაკლებად სწამთ ღმერთის არსებობისოლსტერის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის ყოფილმა პროფესორმა რიჩარდ ლინმა განაცხადა, რომ გაცილებით მეტი "ელიტური ინტელექტის" წარმომადგენელი თვლის ათეისტად თავს ვიდრე მთლიანად აშშ-ს მოსახლეობის საშუალო მაჩვენებელი.
- ბოლოდროინდელი რელიგიურობის კლება პირდაპირ კავშირშია ინტელექტის საშუალო მაჩვენებლის ზრდასთან, ამტკიცებს პროფესორი ლინი.
მიუხედავად ამისა, კრიტიკოსებმა ეს დასკვნები შეაფასეს როგორც "გულუბრყვილო"
რიჩარდ ლინს სხვა კვლევებიც ეკუთვნის, ცოტა ხნის წინად მან ასევე დაასრულა კვლევა სადაც საუბარი იყო ინტელექტის, რასისა და სქესის ურთიერთკავშირზე, ამ კვლევამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კვლევამ გამოავლინა რომ მხოლოდ 3.3% სწამდა ღმერთის, მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 68.5% თავს მორწმუნედ მიიჩნევს.
კიდევ ერთმა კვლევამ 90იანებში დაადგინა რომ აშშ-ს "ეროვნული სამეცნირო აკადემიის" მხოლოდ 7% სწამდა ღმერთის არსებობის.
პროფესორმა ლინმა, ასევე განაცხადა რომ ბევრ სკოლის მოწაფეს სწამს ღმერთის არსებობის, მაგრამ როდესაც იზრდებიან და ინტელექტს შეიძენენ, უკვე უჩნდებათ ეჭვები.
ჟურნალ Times Higher Education ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ასევე თქვა: - რატომ ხდება რომ უფრო ნაკლებ აკადემიკოსს სწამს ღმერთის არსებობის ვიდრე საერთოდ მოსახლეობას? ეს ყველაფერი IQ ს ბრალია, აკადემიური განათლების მქონე ადამიანებს გაცილებით დიდი IQ გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გარდა ამისა ჩვენმა კვლევებმა აჩვენა ტენდენცია, რომ მაღალი IQ ს მქონე ადამიანებს ნაკლებად სწამთ ღმერთის არსებობის.
მან ასევე დაამატა, რომ მეოცე საუკუნეში 137 განვითარებულ ქვეყანაში დაეცა მორწმუნეების რიცხვი, იზრდებოდა რა მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები.
მაგრამ ლონდონის "რელიგია და თანამედროვე საზოგადოების - ბირბეკის კოლეჯის" დირექტორმა გორდონ ლინჩმა განაცხადა რომ მეცნიერს დაავიწყდა გაეთვალისწინებინა მთელი რიგი საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ისტორიული ფაქტორები დასკვნის გაკეთებისას.
- რელიგიური რწმენისა და ინტელექტის ასეთმა გადბმამ შესაძლოა აჩვენოს ძალიან ცუდი ტენდენცია: რელიგიის როგორც პრიმიტივის განხილვისა, რაც ცუდი პასუხია მაშინ, როდესაც ვეხებით ძალიან ჩახლართულ რელიგიისა და კულტურული პლურალიზმის ურთიერთკავშირის თემას. - განაცხადა გორდონ ლინჩმა.
ლიდსის უნივერსიტეტის ”ქრისტიანული თეოლოგიის” ლექტორმა, დოქტორმა დევიდ ჰარმენმა კი თქვა რომ ”დასკვნებს დაჰკრავდა დასავლური კულტურული იმპერიალიზმის გემო, ამავე დროს ანტი-რელიგიური სენტიმენტებით იყო გაჟღენთილი.”
ლონდონის Metropolitan University ის დეველოპმენტის შემსწავლელი ფაკულეტეტის ლექტორმა კი დაამატა: ”საკმაოდ რთულია ჩაატარო ცდები, რომელიც გამოხატავდა რელიგიისა და IQ ს ურთიერთკავშირს. მიუხედავად ამისა არსებობს მაგალითები იმისა რომ მაღალი დონის ინტელექტი ყოველთვის არის ასოცირებული შესაძლებლობასთან - ალბათ სურვილთანაც - კრიტიკულად მიუდგეს და შეცვალოს ძლიერად ფესვგადგმული ინსტიტუტები
ორიგინალი აქ:
http://www.telegraph.co.uk/news/uknews/211...-in-God%27.html This post has been edited by Internet_Contraband on 19 Jun 2008, 17:12