ლევანს "წინა ცხოვრებაში" ვიცნობდი და პატივს ვცემდი (ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ).,
კიდევ ეთხელ გული მომიკვდა, როცა ვუყურე, რა მდგომარეობაში ჩავარდა (ვარიანტი: თავი ჩაიგდო, , ჩააგდეს) დღეს, როდესაც პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან დეპუტატებს საქართველოსადმი ერთგულებაზე აფიცებდა (!)
მინდა მჯეროდეს, რომ დარბაზში მჯდომთაგან ბევრს ჰქონდა ასეთივე განცდა.
გურამ დოჩანაშვილს აქვს ერთგან ფრაზა, რომ "ყველა ადამიანს აქვსო ერთი წამი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება და ა მ დროს უნდა იყო მართალი, თორემ ცხოვრება გექნება მოშხამულიო"... ბუკვალურად ასე არაა, მაგრამ აზრი ესაა....
ერთი ცხოვრება დავამთავრე. მაგ გადაცემის ნახვისას...
კი დავამატებდი ამას სიტყვას "სამწუხაროდ", მაგრამ ესეც არაფერს შეცვლის.
მოკლედ, ცუდად ვართ რა, ....
.
""ეხ, სავლე, სავლე, რა გიქნეს ამ გათახსირებულებმა ...... """
.
"არ გაგივა ეგ ნომერი შენ, დურუ ხუნჭუა ... !!!"