მოკლედ, ჩავთვალე რომ ასეთი თემა უნდა გახსნილიყო,
განმეორება ცოდნის დედააო. ცოტაც ახალ(ან არც ისე) რაღაცეებსაც გეტყვით
ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება ყველა მომხმარებლისადმი:
1.გადაიკითხეთ კიდევ ერთხელ ეს თემა.
Pinned: განყოფილების წესები2. შეისწავლეთ ამ ფუნქციის ყველა შესაძლებლობა:
http://forum.ge/?act=Search&f=20რამდენიმე დებულება:
1.მოდერატორი ყოველთვის მართალია
2.მოდერატორს(მე ყოველ შემთხვევაში) არ აქვს:
ა.იუმორი
ბ. გული
გ. თანაგრძნობა
დ. ტვინი
ე. ნამუსი
ვ,ზ,თ.. გააგრძელეთ სურვილების და გემოვნების მიხედვით.
შეეგუეთ ამას როგორც გარდაუვალ ბოროტებას და გაიხსენეთ ყოველი თემის გახსნის წინ.
ასევე თემის გახსნამდე დაფიქრდით, ხომ არ ეწინააღმდეგება ის რომელიმე წესს, ან ხომ არ არსებობს უკვე მსგავსი თემა. თუკი თემა არ აკმაყოფილებს რომელიმე პუნქტს ის შეიძლება ცოტა ხანში დახურული/შეერთებული დაგხვდეთ.
რა ვქნა იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი თემა დახურული დამხვდა და მე მაქვს გარკვეული პრეტენზიები?
ა. წერთ მოდერატორს PM–ს
ბ. წერთ თქვენს პრეტენზიას აქ:
Pinned: იდეები, წინადადებები, პრეტენზიები, რჩევებიგ. წერთ თქვენს პრეტენზიას აქ:
ფორუმის შესახებყურადღება:პრეტენზიები, რომელთა გამოხატვის ფორმაა: „ეს თემა მომწონდა და რატომ დახურე?“ , „ეს თემა იმ თემისგან განსხვავებულია, მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდები“,
„ჩემი თემა თუ დაკეტე, ის თემა რატომაა ღია“ და ა.შ. არ მიიღება.
თუკი გაქვთ პრეტენზია. ჩამომიწერეთ ფაქტები. სასურველია პუნქტებად.
რა ვქნა, არ მაქვს ინტუიცია, აბსტრაქტული აზროვნება და ა.შ. იმისთვის რომ თქვენი მისტიური ჩანაფიქრები შორ მანძილზე ამოვხსნა. ამიტომ პირდაპირ თქვით, თუ რამე გაქვთ სათქმელი. სხვა შემთხვევაში, შეიძლება პასუხიც არ გაგცეთ და არ გეწყინოთ.
კიდევ ერთი თხოვნა(თუ გაფრთხილება, თუ უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია): საბავშვო ბაღის სტილის ჩივილებს: „აი, მე თემა დამიხურა, იმ უაზრო თემებს კიდევ არ ხურავს“ მოერიდეთ.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, დამიკავშირდით და შემითანხმდით თემის გახსნამდე და არა გახსნის შემდეგ.
განსაკუთრებით დაჯილდოვებულებისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ:
თუ გინდათ გაასაჩივროთ თქვენი თემის დახურვა/გადატანა/შეერთება, გააკეთეთ ეს კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით. ჩამოწერეთ, თქვენი აზრით სად და რაში შევცდი და დამიკავშირდით(ან პირადად, ან მითითებულ ლინკებზე).ვორნების თემაზე: ჯერ თითქმის არავინ დამივორნავს. ანუ როგორც ხვდებით ერთ–ორ ოფფტოპიკზე არ ვვორნავ ნამდვილად.
განსაკუთრებით მოერიდეთ:
1. უცენზურო გამოთქმებს და ერთმანეთის შეურაცხყოფას.
2. წესების მრავალჯერად, მძიმე დარღვევას.
კითხვაზე:
„სუნთქვა ხომ არაა აკრძალული?“,
გპასუხობთ:
„ჯერ არა“
პ.ს. სანამ თქვენი თემის დახურვასთან დაკავშირებით რაიმე „მწარეს“ ან „პირადი შეურაცხყოფის“ მოწერას დააპირებთ PM–ში, კარგად დაფიქრდით, ამად გიღირთ?
რა თქმა უნდა, ამაზე ვერ (
და არ) დაგვორნავთ, მაგრამ Оно вам нужно?