გოგო ბიჭს შორის ურთიერთობებზე აქ ბევრი თემები გახსნილა ალბათ, მაგერამ ეს პირადად მე შემემთხვა და მაინტერესებს,
რა განაჩენს გამომიტანენ თავად ფორუმელები, ცნობილი ფილმიდან "ბოროტი , ცუდი , კარგი" რომ დავისესხოთ , რომელს მომისადაგებდით?
შეგიძლიათ სხვა ვერსიაც აირჩიოთ , თქვენი ნებაა
მაშ ასე;
ერთი სიტყვით გოგოსთან მქონდა ურთიერთობა, ნორმალური გოგო იყო, ფიზიკურადაც პუტიოვი
ვხვდებოდით დავდიოდით იქით აქეთ კაროჩ როგორც ხდება რა;
სიყვარულით არ ვიცი მიყვარდა თუ არა მაგრამ სიმპატიები აშკარად მქონდა, მასაც ასევე ;
ნუ სექსი არ გვქონდა , მხოლოდ მსუბუქი ინტიმი;
ერთხელაც მე და ეს გოგონა ავედით ჩემს ახლობელ ბიჭთან,
ცოტა დავლიეთ, ისე აეწყო სიტუაცია რომ ახლობელი საქმეზე გავიდა, და ჩვენ მარტონი დავრჩით;
ნუ ეხლა ნასვამზე თან იმ გოგოსთან ვინც მოგწონს და სმპატიები გაგაჩნია მის მიმართ, რა სიტუაციაც შეიქმნებოდა ხვდებით ალბათ;
კოცნა ხვევნა რამე, მერე ახლობელიც მოვიდა, ჩვენ გამოვემშვიდობეთ და ჩემთან ავედით სახლში, ერთი სიტყვით ძაან გაღიზიანებული ვიყავი მე და მე მგონი ისიც;
ერთი სიტყვით სექსი გვქონდა პირველად იმ დღეს;
შემდეგ დღეს მაიკო ( მისი სახელია) დამადგა სახლში დილის 8 საათზე, გამიკვირდა, რა იყო ხაშია თქო? არა პროსტო მოვედიო;
ასეთი რამ ადრე არასდროს ყოფილა, დილის 8 საათზე რომ სახლში დამდგომოდა, ნუ არაფრად მივიჩნიე, ურთიერთობა გავაგრძელეთ ჩვეულებრივად, მაგრამ უკვე ვგრძნობდი რომ რაღაცნაირად უფრო გონორით მელაპარაკებოდა, ისე იქცეოდა რომ თავი რაც შეიძლება ვალდებულად მეგრძნო;
კაი ესეც გავატარე , ერთხელაც მარტო როცა დავრჩით სახლში, კვლავ ხვევნა კოცნა რამე , მაგრამ უკვე აღარ დამთანხმდა სექსზე, კაი ესეც გავატარე, ვიფიქრე ალბათ რაღაც მომენტში არ უნდა ეხლა თქო და ვსიო;
პო ხოდუ აშკარად ვგრძნობდი რომ ქორწინებისკენ მიბიძგებდა, აქეტკენ მიყავდა ხოლმე ბაზარი სულ, უკვე აშკარად უნდოდა რომ ცოლად მომეყვანა, მე კი ვეუბნებოდი , ჯერ რა საჭიროა ახალგაზრდები ვართ , რამოდენიმე ხანი მაინც გავაგრძელოთ მეთქი ურთიერთობა, და ცხოვრება თავად გვიჩვენებს როგორ უნა მოვიქცეთ თქო , ესეთ სიტყვებზე გაიბუსებოდა ხოლმე;
ერთხელაც მანქანით წავედით ქალაქგარეთ პატარა სახლი გვაქ ბუნების წიაღში, ცოტა დავლიეთ , კვლავ კოცნა ხვევნა და ისევ უარი სექსზე, თან მეუბნება სანამ ცოლად არ მომიყვან , შენთან სექსი აღარ მექნებაო, ობიზალოვკაში ჩამაგდო რა;
კარგი მეთქი წავიდეთ თქო, ჩავჯექით მანქანაში (შინაგანად არ დაგიმალავთ და ძალზედ გაბრაზებული ვიყავი, ამოვიდა უკვე რა) წამოვედით ქალაქისკენ, მერე უცებ ჩემს წინ მიმავალ ტაქს დავუსიგნალე, მან გააჩერა , მეც გავაჩერე, მივედი ტაქსის მძღოლთან გადავუხადე ფული და ვუთხარი ეს გოგონა ამა და ამ მისამართზე (თავის სახლში) მიიყვანე თქო, ჩამოდი და ტაქსში გადაჯექი , ვუთხარ მკაცრად მაიკოს, ისიც დამემორჩილა და ბოლოს მეუბნება, ისე თუ სურვილი გექნება გადმომირეკეო;
მაგრამ მე აღარ გადამირეკავს;
კაი ხანი გავიდა მას მერე, რამოდინიმეჯერ შემთხვევით შევხვედრივარ , თბილი გამარჯობა მითქვამს და ვსიო;
მეტი არავითარი ურთიერთობები აღარასოდეს მასთან აღარ მქონია;
დამსაჯეთ ეხლა თუ დასასჯელი ვარ, მხოლოდ უმტკივნეულოდ
ჩემი აზრი კი ასეთია: მე არ ვიყავი დამნაშავე;
This post has been edited by CHIPOLINO on 13 Jun 2008, 10:49