მოდით პატარა ირონიაც არ გვაწყენდა....
მთელ ამ 8 თვიან პოლიტიკურ პერიპეტიებს ყველაფერთან ერთად ერთი გმირი ჰყავდა- დავით გამყრელიძე.
ბატონი დავითი მთელი მისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე ხელისუფლებასთან დაახლოებულ, და თან ასე თუ ისე რესპექტაბელურ ფიგურად აღიქმებოდა. ჯერ შევარდნაძეს უკეთებდა ფასადს, ახალგაზრდა, ლიდერი, ექიმი, მეწარმე. ამ ახლობლობით ბიზნესი გამართა ჩემო ბატონო. მერე იყო და ვარდების რევოლუციის დროს შევარდნაძის პარლამენში იჯდა ბოლომდე სანამ მიშამ ყველანი კინწისკვრით არ გაყარა იქედან. ამ 4 წლის განმავლობაში სულ იძახდა, მე კონსტიტუციური გზებით საკითხების გადაწყვეტის მომხრე ვარო, ამიტომაც არ ვუჭერდი მხარს რევოლუციასო. მერე იყო და, ოქრუაშვილის სკანდალური გამოსვლის შემდეგ მემარჯვენეები იყვნენ ერთადერთი ოპოზიციური ძალა რომლებიც იჭერდნენ დისტანციას დანარჩენი ოპოზიციისგან, რისთვისაც ბოკერიას მადლობაც დაიმსახურეს. მერე იყო და, საპარლამენტო არჩევნების წინ, რესპუბლიკელები რომ გაერთიანებულ ოპოზიციას გაემიჯნენ, სწორედ მაშინ დაუდგა მათ გვერდით შიმშილობის აქციაში, მაგრამ პატრიარქმა ჩაუშალა გეგმები. მერე იყო და, როცა ოპოზიციის ერთიანობა დაირღვა და ვიღაც ვიღაცეები პარლამენტში შედიან, დადგა რუსთაველზე და მაკრატლით მადატი დაჭრა. ირონია ის იყო, რომ ყველაფერი განმეორდა, ისევე როგორც ვარდების რევოლუციის დროს ხალხი აპროტესტებდა ახალი პარლამენტის ძალაში შესვლას, ახლაც იყო ხალხი მისული. ისევე როგორც მაშინ, ახლები იჯდნენ იმ პარლამენტში, ასევე ახლაც გამოჩნდა პოლიტიკური ძალა - ქრისტიან დემოკრატების სახით რომლებიც იქ თუ არ იჯდნენ შესვლას მაინც აპირებდნენ. თითქოს ყველაფერი განმეორდა, მაგრამ არ განმეორდა მთავარი, რევოლუცია. ჰოდა იდგა ეს ჩვენი გმირი და თავისი ხელით ჭრიდა მანდატს. ეს კაცი, თავისი განსაკუთრებული პოლიტიკური "შორსმხედველობის" წყალობით, სულ ჩასაძირად გამზადებულ გემზე დგას...
ნიჭიერი სატირიკოსი ამ თემაზე ერთ კარგ ნოველას გამოაცხობდა

არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი....
This post has been edited by armagedonidze on 10 Jun 2008, 11:34