...და არყოფნაზე ამაზრზენი დადგება წუთი,
რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ჩემი სულიც
ადამიანის სული იყო და არა ბუშტი
ფილტვებში გამთბარ ჰაერისა, რითაც ვარსებობ;
და თუ ვარსებობ, არ მაქვს ნება, დავხუჭო თვალი,
მოვკუმო პირი, დავიკირიფო გულზე ხელები
დაბლაგვებული ნიჩბებივით, რომელთაც უკვე
არ შეუძლიათ მიწის მოთხრა, თუმცა იციან,
რომ ამ მიწაში ასვენია ღმერთის ცხედარი-
დრო რომ აყრია საწყალს, გულზე მიწაზე მეტი,
მიწაზე მძიმე, შეუვალი, ბნელი და გრილი..... "
ო.
ჭილაძე ....