Facebookზე წავაწყდი ამათ გვერდს, საქართველოში უნდათ შემოსვლაო::
19 მაისს, 16:00 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში (მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია), შედგება SIBE-ს LL.M პროგრამის პრეზენტაცია. შეხვედრის ორგანიზატორია ELSA Georgia.
შეხვედრას დაესწრება SIBE-ს რექტორი, პროფესორი ვერნერ ფაიქსი.
რექტორი გაგაცნობთ პროგრამის ძირითად შინაარსს, სტრუქტურას, პროგრამის უპირატესობებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
LL.M-ის პროგრამა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული პროფესიული კარიერის შანსებს. გერმანული LL.M-ის დიპლომი მოგცემთ ევროპაში პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობასაც.
ჩვენ გთავაზობთ საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამას.
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 თვე
ლექცია-სემინარების ხანგრძლივობა: 50 დღე
ხარისხი: სამართლის მაგისტრი
დიპლომი: გერმანული დიპლომი
SIBE-ს სამართლის სკოლის LLM-ის ხარისხი:
- SIBE-ს პროფესორების ლექციები საქართველოში
- სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე
- სტაჟირება წამყვან ფირმებსა და კომპანიებში
- სამსახურის და სწავლის შეთავსების შესაძლებლობა
- ევროპული დიპლომისთვის უპრეცედენტო ფასი
ახლობელს ჭირდება ზუსტი ინფორმაცია ძაან დააინტერესა მაგრამ ვერ ახერხებს წასავლას და ვინმე მიდიხართ? Aნ რამე იცით?
აგე ლინკი
https://www.facebook.com/GeorgiaSteinbeissibe