რატომ გვიჭირს იმ გოგოსთან (ბიჭთან) მისვლა (გასაცნობად და ა.შ), რომლის მიმართ რაიმე გრძნობა გვამოძრავებს...?
ყველამ თქვენი აზრი დაწერეთ... ან თუ გქონიათ ეგეთ შემთხვევა რა გაფერხებდათ მისასვლელად...?
ჩემს შემთხვევაში შემდეგი ისტორიაა...
ერთი გოგო ჩამიჯდა გულში (3 წელია უკვე იქ ზის

)...
X კლასში ერთი წელი სხვა სკოლაში ვიყავი გადასული (მერე ისევ ძველს დავუბრუნდი) და პირველად ის გოგო იქ ვნახე... პირველი დანახვისთანავე მომეწონა...

, მაგრამ მას იშვიათად ვხედავდი ხოლმე, ეგრე თვეში ერთხელ ისიც ბუფეტში, რადგან არც ჩემი კლასელი იყო და არც პარალელური კლასელი, უფრო მეტიც, ჩემზე უფოსი იყო ერთი წლით (XI კლასელი)...
იმ სკოლიდან, რომ ძველ სკოლაში გადმოვედი უკან, იმის მერე კარგა ხანი არ მინახია და თითქოს დამავიწყდა კიდეც... (ნუ მე ეგრე მეგონა)... მაგრამ შემდეგ ზაფხულს ქობულეთში გამეჩითა, ისიც ერთადერთხელ ვნახე (სხვა პლიაჟზე ვიყავი გადასული) და მის მერე არ მინახია (რათქმაუნდა იმ დღის მერე სულ იმ პლიაჟზე გადავდიოდი საბანაოდ

), არადა უეჭველი გავიცნობდი (მზე, ზღვა, ზაგარი ჩემი სტიქიაა...

)...
მის შემდგომ წელს ერთი-ორჯერ შევამჩნიე ჭავჭავაძის გამზ.-ზე სტუდენტებს შორის...
დავამთავრე სკოლა (ვაი მაგ დამთავრებას, მაგრამ მაინც

) და ჩავაბარე უნიში... მოვხვდი მაღლივში...
I კურსმა ჩვეულებრივ განვლო... აი მეორე კურსის ბოლოს ის ისევ გამოჩნდა... თან სად?

სად და ჩემთან ერთად ერთი და იგივე დამატებით საგანზე (I, II და III კურსები გაერთიანებულად სწავლობდნენ ამ საგანს)... მაგრამ ეს ყველაფერი სამწუხაროდ ამ საგნის ბოლო ლექციაზე გავიგე, რადგანაც მანამდე არც დავსწრებივარ ამ საგანს (დიდი მოსწრებით არ გამოვირჩევი და რათქმაუნდა ეს საგანიც დამრჩა

)... მას მერე გამოცდაზე მიმავალმა კიდევ ერთხელ დავინახე ის გოგო თავის ჯგუფელებთან ერთად...

ყოველი მისი დანახვისას სულ უფრო და უფრო მომწონდა...
დღეს კიდევ მთელი დღე მასზე ვფიქრობ, რადგანაც გუშინ გავუშვი რეალური შანსი მისი გაცნობის... ვარჯიშის შემდეგ ძმაკაცთან ერთად გამოვედით და უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტს ველოდებით და რას ხედავენ ჩემი თვალები... ის გოგო თავის დაქალთან ერთად მოდის... ისე ჩაგვიარეს გვერდზე, რომ გაშეშებული, პირღია გავაყოლე თვალი იმ გოგოს და ვუყურებდი... ვუყურებდი და არაფერი მოვიმოქმედე!
P.S. შეგიძლიათ დამცინოთ, თავზე გადამიაროთ, დამტაფოთ, დამვორნოთ, დამბანოთ და ა.შ. მე ამის ღირსი ვარ...
P.P.S. აი სად დამენძრა...
ვისაც ამდენის წაკითხვა ეზარება ის მაინც მითხარით ჰოლანდია-რუმინეთის 2-იანის დადება ღიირს?