
გოდერძი ჩოხელის საფლავზე
აჰა, მოვედი,
ცრემლები,
მცხეთა...
დღეს შენს საფლავზე ტირის სანთელი,
გულში აზეზდა,
ნაფიქრი სევდა:-
სულ დარდით რატომ კვდება ქართველი?!
...გრილი მთის წყარო,
ბუნების შვილი,
შენ ხომ ცაც იყავ, ლურჯი, მზიანი...
მე ახლა მივხვდი,
საფლავთან მივხვდი-
რატომაც ტირის ადამიანი.
მწუხრი...
ეს სევდა გარდასულს არ გავს,
არაგვსაც დარდი გაჰყვა იმ წლების,
შენს საფლავს ერთი სანთელი აკრავს,
ერთი სანთელი-
-არდავიწყების.
ბედნიერებავ...
ბედნიერებავ, როგორ ავცდით გზაში მე და შენ,
შენ დამემალე,
მე კი ცრემლმა ფერი მიცვალა,
დამალევინა პოეზიამ შავი ზედაშე,
შენი ადგილი, ჩემს ხეულში გარდაიცვალა.
დარდმა შემიპყრო,
დარდი არის ჩემი მხევალი,
ჩემი სისხლი და ჩემი ფიქრი შავი ზედაშე,
ერთი უბრალო პოეტი ვარ-
სევდის მძევალი,
ბედნიერებავ, განვსხვავდებით ძლიერ მე და შენ.
პოეტებს ყველას თვისი ჯვარი დააქვს წვალებით,
ცრემლად ეღვრება პოეზია ქვეყნიერებას,
მე საფლავს ვხედავ,
გადაღლილი ჩემი თვალებით,
მე სევდას ვეძმე,
თუმცა გეტრფი ბედნიერებავ.
ხევსური
\"... ამიტომ მქვიან ალბათ პოეტი
და მათ მუხლებთან მიხდება მოხრა.\"
გაბრიელ ჯაბუშანური
/გაბრიელის ხმაზე/
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.
ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
2007 წელი
* * *
როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.
რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... "ო რა კარგი ხარ..."
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...
...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......
......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
7 მარტი, 2008 წ.
ტერენტი გრანელი
დარდიანი დავალ,
ფიქრიანი ვათევ,
ხვალ სახლიდან წავალ,
... ვიღაც ღუმელს ანთებს.
ქუჩა ააქვს ხმაურს,
ხვალ ფიქრები მოვა,
მე ავტეხავ ტრაურს
და გავმართავ გლოვას.
დავალ ფიქრიანი,
სევდიანიც დავალ,
ზოგჯერ წვიმიანი
მოღრუბლული ცა ვარ.
ვეფერები ხეებს,
უკვდავების მჯერა,
გავიხსენებ დღეებს,
შენს დაღვრემილ მზერას.
დამაქვს სიმარტოვე,
ვეფერები ბაღებს,
წუხელ მიმატოვეს,
კარს არავინ აღებს.
ხალხს ვუყურებ მზიდან,
ჩემთან მოხვალთ როდის?...
უკვდავების ციდან,
უკვდავება მოდის.
მე სულ სხვა ვარ, გესმით
სხვანაირად ვფიქრობ,
თავზე რეტი მესხმის,
ქარი სანთელს მიქრობს.
გაიხსნება კარტი,
ყვავის ქალი მოვა,
დაიწყება მარტი,
დამთავრდება თოვა.
ზურგს მიბრუნებს ხალხი,
მიხსენებენ დები,
სევდიანი თალხით,
სევდიანი ვკვდები.
* * *
შენ მწერდი ლექსებს
შენ მწერდი ლექსებს
ეს ვერხვებიც შრიალს მიძღვნიან,
დავბოდიალობ და მინდა რომ მოვწყვიტო მთვარე,
რა ვქნა ძვირფასო,
ლექსის წერა არ შემიძლია,
მე პოეტობა მესაფლავეს გადავაბარე.
შენ მაინცა მწერ,
ეს ვერხვებიც ისევ შრიალებს,
მე ჩემი ლექსის ერთი სტროფიც კი აღარ მახსოვს,
წუხელ ნიავზე ერთი ლექსი ავაფრიალე
და ახლა გულში საშინელი ფიქრები სახლობს.
მეც ვწერდი ლექსებს,
მოგევლინე აპრილად, მარტად,
მეც ვწერდი ლექსებს მუზისა და შენი უფლებით,
ახლა დავდივარ,
პანთეონში ჩემს ლექსებ ვფანტავ
და ლადოს საფლავს სიცოცხლეზე ვესაუბრები.
2008 წელი
შატილი
* * *
მე მოვკვდი
ჩემი ლამაზი სიზმრების წილ, შენი გოდება,
ჩემი ლამაზი სიცოცხლის წილ - შავი სიკვდილი,
ძვირფასო, შენი ღიმილი რომ მომაგონდება,
გარდასულ დღეებს, ჩემს სიცოცხლეს მწარედ მივტირი.
მე მოვკვდი, რა ვქნა შემეყარა ოხერი სენი,
მკვდარს სავსე მთვარემ დამაფარა ბნელი მანტია,
ძვირფასო ჩემი წარსული და ჩემი ლექსები,
აბა მათ მეტი ქვეყანაზე რა მაბადია.
მე მოვკვდი გუშინ, თუ გუშინწინ, დავშთე ცხოვრება,
მე მოვკვდი, ალბათ დაბადებაც იყო უაზრო,
ჩემი სახელი თუ ოდნავაც გემახსოვრება,
სასუფეველში ანგელოზებს შენზე ვუამბობ.
2007 წელი / შატილი
* * *
ბავშვობის ფოტო
(ბავშვობის ფოტო-მერხზე წამოსკუპებულები)
დღეს შემეფეთა ბავშვობის ფოტო,
მე და შენ ერთად ვიჯექით მერხზე,
ცხრაჯერ იწვიმებს და
ცხრაჯერ მოთოვს,
თუმცა მე მაინც ვიფიქრებ შენზე.
გახსოვს პირველად,
ჩვენ,
პირველ კლასში,
პირველად ვნახეთ ერთიმეორე,
ძვირფასო, ახლაც თუ შემხვდი გზაში,
იმავე სიტყვებს გაგიმეორებ.
ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი,
როცა ჩურჩულით მითხარი:-
\"კმარა\",
ღმერთს გეფიცები, დღეს შემიყვარდი,
მაშინ კი არა...
ეს იყო ადრე...
ბავშვობის ფოტო...
მე და შენ ერთად ვიჯექით მერხზე,
სკოლასთან ცაცხვი ჩამოყრის ფოთოლს,
მაგრამ მე მაინც ვიფიქრებ შენზე.
ოქტომბერი 2007 წელი
* * *
უბრალოდ სიტყვა
ერთხელ წამომცდა ვითომ არ მიყვარს,
სიტყვებზე მუდამ ვერ დავფიქრდები,
სიყვარულის ტბა ჩემს გულს გარიყავს
და მერე მარტო მეც ავტირდები.
არ მიტაცებდა არასდროს დარდი,
ცრემლებს ყოველთვის ღიმილი სძლევდა,
გაღიმებული ცრუ პოეტს ვგავდი,
სწორედ ამიტომ ვიწამე სევდა.
ერთხელ წამომცდა ვითომ არ მომწონს
და იმის შემდეგ გავხდი პოეტი,
სევდის ქალღმერთმა ლექსით დამლოცოს,
ცრემლით სავსეა ყველა სონეტი.
ჩემმა ბავშვობამ ფერი იცვალა,
გულში მტანჯველი ავი დარია,
ჩემში ღიმილი გარდაიცვალა,
ჩემში კვლავ სევდას გაუხარია
* * *
* * *
გარეთ წვიმს, მე კი ლოგინში ვწევარ,
გულს მონატრების ახლავს დარდები,
ზეცის პატარა ანგელოზს ჰგევხარ,
ო ანგელოზო, შემიყვარდები.....
...წვიმას რაღაცის თქმა სურა წუხელ,
მონატრებაში გამქრალა დარდი,
ახლა ვზივარ და თეთრ ფურცელს ვუმხელ,
შენ, ანგელოზი რომ შემიყვარდი.
* * *

გიორგი ხევსურეთში ცხოვრობს და გელა დაიაურის მოსწავლეა.
* * *
ჩემი ლექსები
ღამისფერ ლექსებს ფიქრები მიქსოვს,
ჩემს ლექსზე ქება მე არსად მითქვამს,
ჩემი ლექსები არასდროს მომწონს,
ჩემი ლექსები უბრალოდ მიყვარს,
სევდისფერ ლექსებს ცრემლები მომთხოვს,
ჩემს ლექსში ტირის ყოველი სიტყვა,
ჩემი ლექსები არასდროს მომწონს,
ჩემი ლექსები უბრალოდ მიყვარს.
ეს ყველაფერი გიორგი არაბულის საიტზეა, მის საიტზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ სხვა ლექსები, ფოტოები, ნახატები....
http://www.gioarabuli.ge/ * * *
ნუ შემაშინებ, მოდი მიშველე
( გადარეული ლექსი )
1.
მუზების თამაში, რითმების არევა,
სასვენი ნიშნების უაზრო სირბილი,
ნათქვამი სიტყვები, ძველი შედარება
და აურაცხელი აზრების სირბილე.
მტკივანა
იარა,
ფრიალა დროშები,
რატომღაც მგონია რომ ისევ გახსოვარ,
სევდაზე როცა ვწერ, თანდათან გშორდები,
ვნებებზე წერისას კი უფრო ახლოს ვარ.
მფრინავი წამები, ამება ფიქრები,
იმედის მტრედები, ფერები შიშველი,
გმონია სულ მალე შენს გვერდით ვიქნები
და გეტყვი: - "ძვირფასო მიშველე..."
მიშველი?
დაღლილი
აპრილი,
აყრილი თვალები,
ბაღებში წყვილების ამბორი დამფრთხალი,
ლექსები ნაწერი: წვალებით,
წამებით,
თვალებით,
გამებით....
... აზრები დამთვრალი.
2.
მზის ამოსვლამდე მწუხრი მაშინებს,
ღამემ და ზეცამ მთვარე იშვილეს,
შენი სიმშვიდით ნუ შემაშინებ...
...თვალებს დავხუჭავ, ნუ შემაშინებ _
მოდი მიშველე,
მოდი მიშველე!
3.
თოვს,
ბარდნის უშნოდ...
მე ვარ უშენოდ...
როგორ ვუშველო -
მე უშენობას....
როცა სიშორე შენი მაშინებს...
... და როცა მოხვალ -
ნუ შემაშინებ.
- - - - - - - - - - - - -
მოდი მიშველე!
მოდი მიშველე!
მოდი მიშველე!
მოდი მიშველე!
This post has been edited by gadamtieli on 29 Apr 2008, 02:46