#10185320 · 25 Jun 2008, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პატიმრები საპყრობილეში ნარკოტიკების შესატანად მტრედებს იყენებდნენ
თბილისი.24.06.08.”ჯი-ეიჩ-ენი”. ბრაზილიაში, მარილიის ციხეში მყოფი პატიმრები საპყრობილეში ნარკოტიკებისა და მობილური ტელეფონების სათადარიგო ნაწილების შესატანად მტრედებს იყენებდნენ. ციხის ადმინისტრაციის დაეჭვება საკნებში აღმოჩენილმა ნარკოტიკებმა და მობილურმა ტელეფონებმა გამოიწვია.
ახალი უსაფრთხოების სისტემის დაყენების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ციხეში პატიმართა ახლობლებს ნამდვილად არ შეჰქონდათ.
ადმინისტრაციის ყურადღება მიიქცია მეტად უცნაურმა დეტალმა _ საპყრობილის სახურავზე რამდენიმე მტრედი ბინადრობდა, რომლებსაც ფეხებზე მცირე კონტეინერები ჰქონდათ მიმაგრებული. გაირკვა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ციხეში მტრედების მოშინაურება მოახერხა და მას შემდეგ ფრინველს “მოკავშირედ” იყენებდნენ.
აღსანიშნავია, რომ “დამნაშავე მტრედების” გამოვლენის შემთხვევა 2 წლის წინ რუსეთშიც დაფიქსირდა. სამართალდამცავებმა ასტრახანის ოლქში ნარკოტიკების გადამზიდი მტრედები ადგილობრივ გამოსასწორებელ კოლონიაში აღმოაჩინეს.
|