რამდენიმე საინტერესო სურათი ანუ ეპიზოდი კალათბურთის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირების კიდევ ერთი სერიის წინ
1. ტიტულები
ბოსტონი 16, ლეიკერსი 14 (აქედან 5 როდესაც მინეაპოლისს ეკუთვნედა ლეიკერსი,
სწორედ ამიტომ ქვია ლეიკერსს ლეიკერსი, თორე ისე ალოგიკურად ჟღერს ელეისთვის ლეიკერსი, სად ნახეს ელეიში ტბა, მინესოტას კი 1000 ტბის შტატს ეძახიან თუ მილიონი ტბის, ზუსტად არ მახსოვს, ფაქტია ბევრი ტბაა მინესოტაში და მინეაპოლისის ლეიერსსაც ბევრი ტიტული ქონდა არსებობის საწყის წლებში, უდიდესი თეთრკანიანი ცენტრის, ჯორჯ მიკანის დამსახურებით)
2. ურთიერთშეხვედრათა ბალანსი
ფინალებში 10-ჯერ შეხვდნენ კალიფორნილები და მასაჩუსეტსელები, აქედან 8 მოიგო სელტიქსმა, ორი კი - ლეიკერსმა, უფრო სწორედ კი მეჯიკმა და აბდულ-ჯაბარმა 85-ში და 87-ში, რომელიც ბოლო დაპირისპირება იყო ამ ორი გუნდის ფინალების ისტორიაში
3. 80-იანების ეპოქა
ეს იყო უდიდესი სანახობა ყველა დროისა და ყველა სპორტისა (სამწუხაროა რომ მე ვერ მოვესწარი, თუმცა რაღაც მომენტები მაქვს ნანახი და ასე თუ ისე ვიცი ეს პერიოდი და ვეთანხმები ამგვარ შეფასებას)
showtime lakers vs celtics
იმ პერიოდის ლეიკერსში ბრწყინავდნენ მეჯიკ ჯონსონი, ჯეიმს ვორთი და ბებერი ქარიმ აბდულ-ჯაბარი, ხოლო ბოსტონის საუკეთესო ხუთეულს წარმოადგენდა დენის ჯონსონი, დენი ეინჯი, კევინ მაკჰეილი, რობერტ პარიში და გუნდის უპირობო ლიდერი, უდიდესი შარფშუთერი კალათბურთის ისტორიაში, ლარი ბერდი
ამ ფორმაციის ლეიკერსმა 80-იანებში მოიგო 5 ტიტული, ბოსტონმა კი ამავე ათწლეულში 3-ჯერ შეძლო გამარჯვება
ერთმანეთს შეხვდნენ 3-ჯერ
პირველად 84-ში, როდესაც 4-3 მოიგო ბოსტონმა, მიუხედავად იმისა რომ ლეიკერსი თამაშით სულ ჯობდა, ლარი ბერდის ჭკვიანური თამაშით მატჩის ბოლოს მაინც ბოსტონელები გამოდიოდნენ გამარჯვებულები
შემდეგი ანუ ბოლო ორი კი უკვე მოგახსენეთ ლეიკერსმა მოიგო, 85-ში და 87-ში
4. ბოლო წლების სუპერფინალები
1999 წლიდან მოყოლებული ეს იქნება პირველი სუპერფინალი სადაც არ ითამაშებს არც ტიმ დანკანი და არც შაკილ ო'ნილი, ყველა წინა შემტხვევაში ერთ-ერთი მათგანი ყოველთვის მონაწილეობდა სუპერფინალში
5. მწვრთნელები
ფილ ჯექსონი, რომელიც ტიტულებით (9) უტოლდება ბოსტონ სელტიქსის ლეგენდარულ მწვრთნელს რედ აუერბახს, უპირისპირდება მასთან შედარებით გამოუცდელ დოკ რივერსს (რომლსაც ნიკნეიმი "დოკ" დაარქვეს კოლეჯში რადგან გაუხდელად ეცვა მაიკა დოქტორ ჯეი ანუ ჯულიუს ირვინგის გამოისახულებით), რომელსაც ჯერჯერობიტ არცერთი ტიტული არ აქვს მოპოვებული მწვრთნელის რანგში, ისე კი 80-იანებში ერთ-ერთი გამორჩეული გამთამაშებელი იყო NBA-ში და თავის დროზე ოლიმპიადაზეც აქვს ნათამაშები, სადაც წააგო სსრკ-ს ნაკრებთან)
რაც შეეხება ფილ ჯექსონის ტიტულებს, დაკავშირებული ორ გუნდთან: 90-იანი წლების სპორტული იმპერია, მაიკლ ჯორდანისა და სკოტი პიპენის დუეტით სათავეში, რომელმაც 6-კერ მოიგო ტიტუელი (ზედიზედ 3-3ჯერ: 91-92-93 და 96-97-98) და დიდი ფილის ამჟამინდელი კლუბი რომლიდანაც მარტო კობი ბრაიანტი შემორჩა 3-გზის ჩემპიონი სასტავიდან (2000, 01, 02)
მიუხედავად აუარება ტიტულებისა ფილ ჯექსონს მხოლოდ ერთხელ აქვს აღებული წლის საუკეტესო მწვრთნელის ტიტული 96-ში ჩიკაგოსთან ერთად (იმ წელს ჩიკაგო მეოთხედ გახდა ჩემპიონი), ისევე როგორ დოკ რივერსს 2000-ში ორლანდო მეჯიკთან ერთად (თუმცა იმ წელს მეჯიკი პლეიოფშიც კი ვერ გავიდა)
ერთი სიტყვით დოკ რივერსის შედარება ფილ ჯექსონთან არც კი შეიძლება იმხელა განსხვავებაა მათ კლასს, გამოცდილებას, წარსულსა და რეპუტაციას შორის, რასაც ვერ ვიტყვით მოთამაშეებზე
6. და ყველაზე მთავარი: მოთამაშეები
სასტარტო ხუთეული ლეიკერსის ასეთი იქნება: ფიშერი, კობი, რადმანოვიჩი, ოდომი და გასოლი
ბოსტონი კი ასე გამოვა მოედანზე: კეიჯი, პოლ პირსი, რეი ალენი, რაჯონ რონდო და პერკინსი
რა ტქმა უნდა თითოეულ მოთამაშეს შეუძლია თამაში გადაწყვიტოს, მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ისევ და ისევ სამეულები იმსახურებენ
გარნეტი, რეი ალენი და პოლ პირსი - გასოლის, ოდომისა და ბრაიანტის წინააღმდეგ
ორივე სამეულმა ძალიან მაგრად ჩაატარა სეზონი (განსაკუთრებით ბოსტონის სამეულმა) და პლეიოფების სერია (განსაკუთრებით ლეიკერსის სამეულმა)
ეხლა ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ფინალურ სერიაში, ერთი კი ნათელია რომ რაც მე კალათბურთს ვუყურებ (ნუ ჯორდანი ვერსუს მელოუნი რომ არ ჩავთვალოთ ან თუ გინდა ჩავთვალოთ) ეს უნდა იყოს უდიდესი ფინალები რადგანაც NBA-ს ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ხვდება ერთამენთს და პლიუს ამდენი სუპერვარსკვლავი 98 წლის ფინალის მერე მგონი მართლა არ ყოფილა ფინალებში)
კობისთვის ეს პირველი ფინალებია შაკის გარეშე, რითაც უკვე დაამტკიცა რომ არანაკლებ დიდი კალათბურთელია ვიდრე შაკი (და თუკი მან წელს მოიგო ტიტული, ვფიქრობ ყველაზე მეტი ფასი ამ ტიტულს ექნება მისთვის წინა სამ ჩემპიონობასთან შედარებით + ყველაზე უნივერსალური კალათბურთელი ლამარ ოდომი, თუმცა სუპერსტარობის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ჯერჯერობით ლამა, ოკეი? და ბოლო წლების ერთი ერთი საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი ნოვიცკისთან და კირილენკოსთან ერთად, რომლიც რუკიც კი გახდა NBA-ში და ამას პლიუს მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთთან ერთად და ბოლო წლების NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო ბიგ მენად ითვლება, წლევანდელი სეზონი კი ნამდვილად საოცრება იყო მისთვის, სულაც არ გამოვრიცხავ თავისი პროდუქტიულობის ხარჯზე ფინალების MVP რომ აიღოს თუ ლოს ანჯელესი გაიმარჯვებს
აი ბოსტონში კი ძალიან საინტერესო სიტუაციაა: ალბათ დღევანდელ NBA-ში თითებზე ჩამოსათვლელია კალათბურთელები, რომლებიც მსგავსად მელოუნისა, ნამდვილად იმსახურებენ ჩემპიონის ტიტულს იმის გამო რაც მათ გააკეთეს კარიერის მანძილზე, მაგალითად აივერსონი, ვინს კარტერი, ტიმაკი, ჰა, ჰა ნოვიცკი და ნეში და მათ გვერდიტ აუცილებლად არის ბოსტონის დიდი სამეული
გარნეტი ყველაზე ახლოს 2004 წელს იყო ტიტულთან, იმ წელს სეზონის MVP აიღო და სპრიუელთან და კასელთან ერთად კონფერენციის ფინალში გავიდა, იქ კი ლეიკერსმა მოუგო
რეი ალენი და პოლ პირსიც სისტემატურად გამოდიოდნენ პლეიოფებში თუმცა შედარებით სუსტი გუნდების გამო სუპერფინალებში ვერასდროს გადიოდნენ
ძალა ერთობაშია და წელს სამივემ ერთად მოახერხეს ის, რაც ცალ-ცალკე ამდენი წლის მანძილზე არ გამოსდიოდათ, გავიდნენ სუპერფინალებში
it means they are CLOSE... they are READY!!!
p.s. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინტრიგა არის პოლ პირსი, რომელიც კალფორნიელია, ლოს ანჯელესში დაიბადა, გაიზარდა და იქ ისწავლა თამაში მეჯიკის და ლეიკერსის ყურებისას
მოკლეთ ველოდებით 5 ივნისს...
არა, 19 ივნისს
პოსტის ავტორია
Joe ColeT@chka აპინე ეს თემა და ფლეიოფების თემა ჩამოპინე, ოკ?
* * *
სასტარტო ხუთეულები