როქი, ულუფა, ჯამაგირი, საზრდო ან სჯულიერი ნიჭი მთავრობისაგან (ლუკ. 3,14), оброк, жалованье.
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/SIN/sin%202%20+/1/4.htm"მხედრებს სამსახურის სანაცვლოდ, ჩვეულებრივ, ულუფა და სარგო ეძლეოდათ, რასაც “როჭიკი” ეწოდებოდა"
"მემინდვრეობის სისტემაში წამყვანი ადგილი მეხორბლეობას ეჭირა, თუმცა “ხუარბალი” ამ დროს ყველა საკვები მცენარის მარცვლეულის, აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი იყო და არა, როგორც შემდეგში, მხოლოდ პურეულის ჯგუფისა[8]. ხორბლეულის ყველაზე უფრო გავრცელებული და უძველესი ჯიშები ჩვენში იფქლი და დიკა ყოფილა. ორივე ამათგანი ჯერ კიდევ ბიბლიის უძველეს ქართულ ტექსტებში გვაქვს დამოწმებული. იფქლი ორჯერ გვხვდება გიორგი მერჩულეს თხზულებაშიაც. ერთგან, მწერალს ნათქვამი აქვს, რომ დიდმა აბულასათმა (გაბრიელ დაფანჩულის ძემ) მასთან ხანძთისათვის
როჭიკის სათხოვნელად მისულ წინამძღვარ ეპიფანეს ერთი დღის სამკალი შეაწია: “ძმათა შენთა დღესა შინა ერთსა რაჲ მკონ, მიმიცემია”. ეპიფანემ ისარგებლა ამ პირობით და დიდაზნაურის ყანას “ძმანი თჳსნი კეთილად-მომკალნი” შეუსია. ბერების “გულს-მოდგინება” იმდენად დიდი ყოფილა, რომ აბულასათის კაცებს შეშინებიათ; “სრულიად მოჰმკიან ვიდრე მწუხრადმდე იფქლსა მას ფრიად კეთილსა"
უფრო საჯერენალო თემაა, მაგრამ ცოტა ხნით დავტოვებ აქ