#61588124 · 6 Oct 2024, 15:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აიი რაღაცნაირად ჩემი მსოფლმხედველობა არ გამაჩნია, თავში მოსული თითქმის ყველა აზრი 99% ან 98.9% სავარაუდოა ჩემთვის. რაღაც ჩემი თავის პიროვნებად აღქმის აღქმობა არ გამაჩნია, ყველაფერი სავარაუდო და ქაოტურია. ძაან ცუდია რო საკუთარ აზრებს ვერანაირად ვერ უჯერებ, ეს დაჯერების ფენომენიც რაღაც აბსტრაქტულია. რაღაცისკენ საფიქრალად რო მიმართო შენი თავი, თითქოს ესეც აბსტრაქტულია, ის რო შენ თავს მიმართულებას აძლევ. რისი გჯერა, რისი არ გჯერა, მიდი და გაიგე. ხან რისი მჯერა ხან რისი. ერთ აზრზე გაჩერება ძაან შემაწუხებელი და მოსაწყენია. ყველა აზრი მეზიზღება და მწყინდება დიდხანს ასე 2 წუთი მაინც თუ გავჩერდი. ძნელიც არის ყველაფერი ახსნა შენი მდგომარეობის და თან ადვილიც. ვიცი რო სხვების აზრი უაზრობაა, მარა ყველას აზრი თუ უაზრობაა, მაშინ აღარავის მოუსმენ და ვეღარაფერს ისწავლი, მარა მამენტ რატო ვერ ისწავლი შენით დაუკვირდები მიზეზ/შედეგობრივ კავშირებს და დაინახავ შედეგს. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს და საბოლოოდ მიზეზში მაინც ვერ გაერკვე, თუმცა საზოგადოება იმდენად მანიპულატორი გახდა შედეგითაც ცდილობენ ცომი მოზილონ და აზილონ. ესეა რა ცხოვრება ძაან აზელილია, იმის მიუხედავად, რომ თავში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები მიქრის, არცერთ აზრს არ მოაქ თავისი შეგრძნება, ნუ ალბათ იმ დონეზე მოაქ რა დონეზეც მჯერა და თითქმის არც იგრძნობა. მოკლედ ეს იყოს ასე, ნახევრად გაურკვეველი პოსტი.
|