ერთ ერთი სტატია - ლევან ცაბაძეზე, საკმაოდ ძველი
BBC 2003 26 sep.
მსოფლიოს პირველხაზელთა უმეტესობას მცირეოდენი მოჭიდავის გამოცდილება წაადგება სანამ შერკინებაში ანდა მოლში შევა
მაგარამ ცოტა თუა ისეთი როგორც 110 კილოგრამი წონის მქონე ლევან ცაბაძეა
რაგბის ბურთაობის დაწყებამდე პერსპექტიულ მოჭიდავედ ითვლებოდა
მსოფლიოს რამდენიმე მძლავრ მოჭიდავესთანაც ჰქონია შეხვედრა, მეტიც მას ოქროს მედალი აქვს მსოფლიოს ახალგაზრულ ჩემპიონატზე მიღებული
ცაბაძეს მსოფლიო თასზე მონაწილეობა უნდა მიეღო, თუმცა მხრის სერიოზულმა ტრავმამ საბოლოო წერტილი დაუსვა მისი მსოფლიო თასზე მონაწილობის საკითხს
მიუხედავად ამისა 30 წლისაც შემართებით გვიამბობს საკუთარ გზაზე ჭიდაობიდან რაგბიმდე
"მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი" ამბობს ცაბაძე
"მე ვაცნობიერებდი რომ მჭირდებოდა ვარჯიში და მომზადება რათა შემენარჩუნებინა მაღალი სპორტული ფორმა ჭიდაობაში, თუმცა ხშირად სავარჯიშო ადგილსაც კი ვერ ვპოულობდი
ქართული ჭიდაობისთვის მძიმე დრო იდგა, ვერ ტარდებოდა ტურნირები რომელშიც მონაწილეობის მიღებას შევძლებდი, საბოლოოდ გადავწყვიტე სხვა რამ მეცადა"
ეს "სხვა რამ" რაგბი გახლდათ, რომელმაც მისი საერთაშორისო ასპარეზე გამოჩენა 1992 წელს განაპირობა
მისი ფიზიკური მონაცემები იდეალურად ერგებოდა სათამაშო პოზიციას და მალევე იგი წამყვან ფიგურად იქცა.
ახალარჩეულმა სპორტულმა კარიერამ ცაბაძე მსოფლიოს გააცნო, ყველაზე ცნობადი კი საფრანგეთში გახდა სადაც მონფერანის კლუბში თამაშობდა
ცაბაძე ამატებს "ჩვენ მსოფლიო თასის ბოლომდე ვიბრძოლებთ = ჩვენ საქართველოს სიამაყისთვის ვიბრძოლებთ"
ხალხის მხარდაჭერა და დაინტერესება რაგბისადმი ცაბაძეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნაკრები მათ ჯგუფში მყოფ კიდევ ერთ აუთსაიდერს ურუგვაის დაამარცხებს.
ცაბაძე აღნიშნავს "როდესაც მე პირველად ვითამაშე ნაკრების სახელით სტადიონზე მხოლოდ 500 კაცი იყო. ხოლო როდესაც მსოფლიო თასზე გასასვლელ მატჩში რუსეთს შევხვდით 70 000 გულშემატკივარი გვამხნევებდა"
ამ ფანებიდან მცირეოდენი თუ გაჰყვება გუნდს ავსტრალიაში თუმცა ხუთი მილიონი ადამიანი ნამდვილად უგულშემატკივრებს ნაკრებს საკუთარი სახლში ტელეეკრანს მიღმა.
სამწუხაროა რომ მსოფლიო თასზე ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ხასიათის მქონე მორაგბე არ მიიღებს მონაწილეობას."
მიმაგრებული სურათი