ეხლა რა ხდება...
პირველ რიგში ვთვლი რომ ეს თემა ამ განყოფილებაში უნდა იყოს და არა ბიზნესი და ეკონომიკაში...
მეორე რიგში თუ ასეთი თემა არსბობს დახურეთ და ძალიან მკაცრად ნუ განმსჯით

ეხლა თემას რაც შეეხება:
ძალიან მაწუხებს ეს საკითხი და იმიტომ გავხსენი ეს თემა. ნუ განიხილავთ ბიზნესის კუთხით უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსირეთ.
ვთვლი რომ ფასები, ქართულ ბაზარზე არის კატასტროფა. იმიტომ კი არა რომ სუნამო ძვირია და ტანსაცმელს კიდე ვერ ვყიდულობთ და ასე შემდეგ...
ერთ მშვენიერ დღეს აზრდა მომივიდა შემემოწმებინა თუნდაც ისიპარის სუნამოების ფასები და შემედარებინა უცხოური მაღაზიების ფასებისთვის
შედეგი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა:
140% ით გაზრდილია საშუალოდ.
ადიდასში, ნაიკში, ბენეტონში დაახლოებით ასეთი სიტუაციაა.
ვინც მათემატიკაში ვერ ერკვევა დავწერ დაწვრილებით
ვთქვათ სუნამო ღირს 50 ლარი ევროპულ ბაზარზე
საქართველოში ღირს 120
არადა გადასახადები არც ისე ძვირია ანუ თუ დღგ-ს გამოვაკლებთ რჩება 111-50=61 ლარი მაღაზიის შემოსავალი.
ალბათ აიტომაც ვერ ვითარდება ჩვენთან ნორმალურად ბიზნესი

ასეთ რამეებს ყურადღებას აქცევთ?
მე როცა რამეს ვყიდულობ აქ მერე ფასს ვამოწმებ ონლაინ მაღაზიებში და გული მისკდება