თქვენ კიდევ რა ჩუმად ხართ, კაცოუ? ამას მიმალავდით?
თურმე, მანდ ბორდელები გქონიათ, არასოდეს წამიკიტხავს ფორუმზე.
მაინტერსებს ამას როგორ უყურებთ, საჭიროა თუ არა? ჩემის აზრით კი

ეს უძველესი ხელობაა დედამიწაზე და აუცილებელიცაა ლეგალურად დამკვიდრდეს და არა ჩუმად ხდებოდეს... მაინც ხომ ხდება, გააკონტროლებენ მაინც და სექსუალურ დაავადებათ რიცხვი შეიზღუდება, ასევე, გადასახადი შევა ბიუჯეტში. კიდევ, ივლის მეტი გაღიმებული მამაკაცი

და აქაურობას არ აიკლებენ ქალიშვილობაზე თემები (შეჭამეს რა გული!)
ამ ფაქტზე ვიმსჯელოთ, ერთი
შენობასთან მიახლოება ვერ შევძელით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდნენ "მოლაპარაკე" პოლიციელები. მათ კი ამბავი გამოიტანეს, რომ საუნაში გასართობად მოსულ მამაკაცს ცოლი დაუხვდა. მერე რა მოხდებოდა ხომ წარმოგიდგენიათ. ამბობენ, ცოლი მოკლაო. ჩაიმტვრა მინები და როგორც მერე გავიგეთ, პოლიციამ მკვლელობის საქმე "სადღაც" დამალა, რქებდადგმულ კაცს კი მხოლოდ 2000 ლარი გადაახდევინეს.http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=12959ხოდა, რა მაინტერსებს ეხლა, როგორაა კაცმა უნდა იგულავოს და ქალი თუ იგივეს გააკეტებს სიკვდილით უნდა გამოისყიდოს დანაშაული? ტფუი და ამისთანა ქაჯ საზოგადოებაში მიხარია არ ვცხოვრობ! ეხლა ბოზობას კი არ ვუწყობ ხელს, მაგრამ სიკვდილი? თუ მასეა ეგ კაციც მოსაკლავია ღალატისთვის, ასე მესმის მე ეს!
ჯერ კიდევ 12 საუკ უთქვამს დიდ შოთას "ლეკვი ლომისა სწორიაო', ხოდა, მამაკაცს რაც ეპატიება რატომ ქალს არა? ამას ვერ შევურიგდებდი ვერასოდეს! მე ჩემი თავი კაცზე დაბლა მდგომად არ მიმაჩნია და რაც მე არ მეპატიება, არც მას უნდა ეპატიოს! თქვენ რას ბრძანებთ?