#41853834 · 5 Aug 2014, 12:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მოგზაურობის მოყვარულო კეთილო ხალხო, როგორც სათაურში წერია მაქვს იდეა ანუ ჯერ არ დაწყებული პროექტი, რომელიც ეხება მოგზაურობას ტურიზმს ხალხს... მანამ იდეაზე ვილაპარაკებ ვიტყვი ჩემს შესახებ, მეც ტურიზმის სფეროში ვარ კონკრეტულად რამოდენიმე მიმართულებით ვმუშაობს, მაქვს რამოდენიმე საიტი, ესეც ამ მიმართულებით. ზრდის და განვითარების შედეგად და შესაბამისად მინდა რამე ახალი და კაი გავაკეთო.. ასე ადა ამგვარად მივედი იდეამდე, რომლისთვისაც ყველა საჭირო რესურსი მაქვს.. აქ კი მინდა ვიპოსო ის ხალხი ვინც დაინტერესებულია ამ ბლოგში მისთვის ნაცნობ და ინფორმაციულ კატეგორიაზე დაწეროს ინფორმაცია, ანუ ბლოგერები, როგორც ყოველდღიური სამუშაო სახით, ასევე ისე რამე საინტერესოს ვინც ფლობს და გაზიარება უნდა იმათთვისაც. ბლოგის შესახებ: ბლოგი ძირითადად იქნება ქართველი მომხმარებლებისათვის.ძირითადი თემები ჯერჯერობით რაზეც ვიფიქრეთ შემდეგია: საქართველო - ტურისტული და საინტერესო ადგილები, რომლებიც საინტერესოა როგორც ტურისტისათვის ასევე ქართველებისათვის, სიახლეები, შეხვედრები, მთასვლელები მათი ცხოვრება, მათი შეხვედრები, ღონისძიებები (მათი მხარდაჭერა, შეკრება, გაერთიანება...). თბილისის - საინტერესო ადგილები, ღონისძიებები, ყველაფერი ის რაც უბრალო ადა არუბრალო ხალხს აინტერესებს, სად წავიდეს რომელ კაფეშია რამე განსაკუთრებული და ახალი. მწერლების და სხვა მოღვაწეების შეხვედრები და ღონისძიებები. საზღვარგარეთ - ევროპის და სხვა ქვეყნები რომლებიც ქართველებისთვის ნაცნობია, ინფორმაცია ქვეყნების შესახებ, თითქმის ყველაფერი იგივე რაც საქართველოზე და თბილისზე შეიძლება დაიწეროს, ასევე რცევები მოგზაურობისას, გასათვალისწინებელი წესები და ჩვეულევბები. დამატებითი სავარაუდო კატეგორიები: კულინარია ფოტო სიახლეები - რომელიმე ქვეყნის ფოტო/ვიდეო, საიმიჯო მასალა, რეკლამა, ვიდეო საუბარრები ცნობილ ხალხთან და სხვ.
მოკლედ ინფორმაცია ამ სფეროში უსაზღვროა, აქ რაც წერია არის დაახლოებითი ინფორმაცია რაც მინდა ჯამში გამოვიდეს, რა თქმა უნდა მაინტერესებს მოსაზრებები რა შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რამე უფრო პრიორიტეტული, სპეციფიური, მინუსები, პლიუსები და სხვა.. მოკლედ ველი ყველანაირ გამოხმაურებას... ვის რა მონაწილების მიღება სურს, ვის რაზე შეიძლია დაწეროს და ა.შ.
|