ვინ არის რამპა?
რამპაზე მას შემდეგ ალაპარაკდა ხალხი რაც მისმა პირველმა წიგნმა "მესამე თვალი" იხილა დღის შუქი. ეს 1956 წელს მოხდა. მკითხველი დაინტერესდა ლამის ცხოვრების შესახებ, როგორ გადიოდა იგი სწავლებას ტიბეტში...
დაინტერესების შემდეგ ბრიტანეთში მცხოვრებმა ტიბეტელებმა დეტექტივის დახმარებით გადაწყვიტეს მოეძებნათ რამპა, დაქირავეულმა მიაკვლია რამპას და გაირკვა რომ ტიუსდე ლობსანგ რამპა იყო ვინმე კერილ გენრი ხოსკინსი მცხოვრები ქალაქ დევონაში, ბრიტანეთი.
ხოსკინსმა მთელ მსოფლიოს უთხრა რომ 1949 წელს რამპის სული მის სხეულში ჩასახლდა (რათქმაუნდა ნებართვით) და 1981 წლამდე აგრძელებდა წიგნების კარნახს, 1981 წელს რამპამ ხოსკინსის მეშვეობით დაასრულა თავის მიწიერი მისია და გარდაიცვალა..
ერთერთი ყველაზე გასარჩევი წიგნი იყო "ჩემი მოგზაურობა ვენერაზე" რომელიც პირველ რიგებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამომცემლებმა რამპა დაარწმუნეს რომ მკითხველი ამისათვის მზად არ იყო ...
მე პირადად გავეცანი შემდეგ წიგნებს:
"ექიმი ლხასიდან
"ცხოვრება ლამასთან
"ჩემი მოგზაურობა აგხარტაში
"ცეცხლის შენარჩუნება
(ბოლოს ქართულად ვერ ვწერ

მაპატიეთ)
ვისაუბროთ მის გარშემო, ეზოტერიას შევეხოთ, თუ ვინმეს აქვს წაკითხული რამპას წიგნები გავარჩიოთ, მაინტერესებს თქვენი აზრი და შეხედულება.
და კიდე მთავარი ჩემი ბიბლიოთეკა მხოლოდ 5 წიგნით შემოიფარგლება, რამპას 5 წიგნით, თუ ვინმეს აქვს რაიმე სხვა იქნებ მათხოვოს

T. Lobsang Rampa This post has been edited by mettalmag on 28 Jun 2008, 03:26