მდაას რუსები თავის პონტში ადებილებენ თავის ხალხს ამ ტელევიზორით და ეს ამერიკელები კიდევ თავის პონტში რა...
ჯერ ერთი მე სხვა ვიდოე მაქვს ნანახი ტელევიზორში 1000ჯერ აჩვენეს როგორც ეცემა თვითმფრინავი პენტაგონს, ზუსტად ასეთი კამერა იყო, ოღონდ მეორე მხრიდან და ცოტა შორიდან, და ასეთ კარგ ფერებში არ იყო, ის უფრო გავდა Security კამერას ვიდე ეს. და რაც მტავარია ზალიან კარგად ჩანდა როგორ ეჯახება თვითმფრინავი თან გვერდიდან და არა ზემოდან.
მეორეც ამერიკა არაა ქვეყანა სადაც ასეთი კვერცხობები იმალება და ამავე დროს ამერიკა არის ქვეყანა სადაც ყველაზე დიდი ბუმია ხოლმე შეთქმულების თეორიებზე, მაგალითისთვის აპლო 11-ს ასტრონავტები არსადაც არ ყოფილანო და ის კადრები ვაბშე დედამიწაზეაო გადაღებულიო და ნასამ ეგ ყველაფერი სპექტაკლი მოაწყოო, თორემ მთვარეზე გაფრინდნენ არა ტოროლაო და დამამტკიცებელ საბუთებათ მოაქვთ დროშის ფრიალი უჰაერობაში და ჩრდილები და ა.შ. თვითმაქვია ექსპერტები ნაბოდვარია რა...
მესამეც მოდი ლოგიკურად გავყვეთ ასე რომ დაანგრიო პენტაგონი რა რაკეტა უნდა ესროლო, როგორ უნდა დაუმიზნო და ა.შ.
1) რაკეტა ესროლეს სხვა ქვეყნიდან

ამ შემტხვევაში რაკეტის ზომები უნდა იყოს ისეთი რომ "ბოეგალოვკა" აღარც ჭირდება ასეთი ნგრევის გამოსაწვევად. და ასეც რომ ყოფილიყო ეს უკვე ტერორისტული აქტი არაა ესაა ბალისტიკური რაკეტით შეტევა ამერიკაზე რასაც რა მოყვება წესით ზნელი მისახვედრი არაა, თან ასეთი სიზუსტით რომ პენტაგონს დაუმიზნო და მოარტყა?

შეგიძლიათ მოიძიოთ ბალისტიკური რაკეტების სროლის სიზუსტე, განსკაუთრებით ისეთი ქვეყნების რომელიც პენტაგონის "დაბომბვას" გაბედავდა
2) რაკეტა ესროლეს ამერიკედანვე. სადღაც ააწყეს და გაუშვეს. ხო თეორიულად კია შესაძლებელი, იყიდო GPS, იყიდო ნაწილები რაკეტებისთვის, ანუ ისეთი რაღაცეები რითაც რაკეტას ააწყობ

იყიდო კომპიუტერები, საწვავი რაკეთისთვის, ალბათ ბოეგალოვკაც, მერე ეს ყველაფერი ერთად შეაერთო, სადღაც უდააბნოში რომ არავინ არ დაგინახოს თორემ ვაშინგტონში ან სადმე ეგეთ ადგილზე რაკეტას ვერ ააწყობ და ვერ გაუშვებ. თან ასეთი ნაწილების და მასალების შემოტანა ან ყიდვა რამდენად უკონტროლოდ დარჩებოდა არ ვიცი არ ვიცი.... და ეს ყველაფერი გააკეთო ყოველგვარი საცდელი გაშვებების და ტესტების გარეშე.
იგივე რაც ნასას და აპოლო11-ის შემტხვევაში, ამდენ წვალებას უფრო მარტივი არაა შეიყვანო 2 არაბი დააბოლო კამიკაძური იდეებით და მართლა ის გააკეთოს რაც გააკეთეს? გაიტაცოს უბრალოდ თვითმფრინავი და დააჯახოს პენტაგონს?
3) თვითონ ამერიკელებმა გააკეთეს ეს ყველაფერი, თვითონვე ესროლეს ჩვეულებრივი სამხედრო რაკეტა... ეს მე მიმაჩნია ყველაზე არარეალურ ვერსიად, ნუ რავიცი ვინც იცნობს უფრო ახლოს ამერიკას და ამერიკელებს ის უფრო იტყვის ამას. არაა ეგ ისეთი ქვეყანა რომ ეგეთი პრიკაზები გაუვიდეთ ვინმეს, წადი და ჩვენივე პენტაგონს AGM-130 ხიეთო და ხმა არ ამიღოთო

ალბათ თვითონ ბუში იჯდა იმ თვითმფრინავში, თან პილოტი იყო მგონი ეგ მაააიმუნი. და უკანა კაბინაში კონდოლისა იჯდა იმიტომ რომ ზემოთხსენებულ AGM-130-ს დისტანციურად მართავს მეორე პილოტი "ჩერეძ" ვიდეო გამოსახულება რაკეტის ცხვირიდან
4) რაღაც პატარა ბეზპილოტკა იყო რომელიც გაძეძგილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებით. ესეც არარეალურია. რამდენად პატარა უნდა ყოფილიყო რომ თითქმის სკვაზნოიზე გასულიყო პენტაგონიში და ასე დაენგრია?. თან თუ გავითვალისწინებთ რომ 5 ბლოკია და აქედან 4 დაინგრა. თუ 3. და ნორმალურად რომ შეხედოთ დანგერული პენტაგონის კადრებს არანაერად აფეთქებას არ გავს, ზუსტად რომ დაჯახებას გავს. როგორც მე მაქვს ნანახი იმ ვიდეოში თვითმფრინავი შესრიალდა პენტაგინში, ანუ გვერდიდან დაეჯახა და არა ზემოდან, მაგიტომაც გაიტანა ამდენი ბლოკები. ამ ვიდეოში კი რატომღაც რაღაც ჩრდილებს უყურებენ და თვლიან რომ ეგ თვითმფრინავი მოდის რაღაც დახრილი კუთხით, ზემოდან. კადრების სიხშირეს არავინ აკვირდება, ანუ კადრებს შორის რამდენი რაღაცაა გამაზული, ანუ გამოტოვილი მოძრაობები? ანუ 2 კადრს შორის ზალიან დიდი ადგილებია თან თვითმფრინავს არც ისე პატარა სიჩქარე აქვს რომ ამ პატარა მანზილზე რამდენიმე კადრში მოხვედრილიყო.
5) ხალხი ვინც ამ ნანგრევებს ასუფთავებდა, ვინც მანდ სამაშველო ოპერაციებში მონაწილოებდა პირველივე წუთებიდან? ეს ხალხი ვერაფერს ვერ მიხვდებოდა რომ თვითმფრინავი კი არ იყო, რაკეტა იყო? თუ მიხვდს რომ არავითარი თვითმფრინავის ნაწილები იქ არ არის და ჩუმად არის ამდენი ხალხი?
თვითმხილველები? მანდვე პენტაგოთან უზარმაზარი ტრასებია სადაც ხალხი მოზრაობს. და პირველ დღეებში მაგთი ჩვენებებიც იყო. ესენიც ჩუმად არიან და არავითარი თვითმფრინავი არ დაუნახიათ.. და ბოლოს...
6) ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს რეისის ნომერი რომელშიც იჯდნენ რეალური ადამიანები, ამ ადამიანებს ყავდათ რეალური ნათესავები, რომლებმაც ეს ხალხი გააცილეს კონკრეტული რეისით კონკრეტული თვითმფრინავით სადღაც და ეს ნათესავები დაკარგეს. ანუ ეს ყველაფერი არ ყოფილა და იყო რაკეტა?

მოკლედ ეს არის უბრალო ტეხნიკა სკანდალური ინფორმაციით მაყურებლების მოზიდვის, იქ ვიღაცას ტელევიზორში გამოჩენა მოუნდა და ა.შ. თან ამერიკელებს მეტი უნდათ? ისე ჩვენთანაც ასე არაა? რა მიკვირს მეც კიდევ? წავიდე საქმეს მივხედო