28 ივნისს 16:00 სთ-ზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ გიწვევთ "თუშეთის დღეზე".
ღონისძიებაზე დაგეგმილია: მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნის ფარდაგების გამოფენა. XX საუკუნის დასაწყისის თუშეთის პეიზაჟებისა და ყოფის ამსახველი ფოტოების გამოფენა. ადგილზე მოხდება თუშური ხინკლის მომზადება-დაგემოვნება და წარმოდგენიული იქნება თუშური ტრადიციული ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
დამსწრე საზოდაგოებას საშუალება მიეცემა ჩაებას ლუდის სმის შეჯიბრში 
და ტრადიციული თუშური წესით ისრის სროლაში.
სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისში ჩამოდიან სტუმრები თუშეთიდან, რომლებიც ჩაატარებენ ფარდაგების ქსოვის ვორქშოპს და შეასრულებან ტრადიციულ თუშურ სიმღერებს.
ბავშვებისათვის გაიმართება სპეციალური ვორქშოპები თუშური ნივთების დამზადებასა და ხატვაში. იქნება საბავშვო შეჯიბრი სირბილსა და ისრის სროლაში. ღონისძიებას დაამშვენებს თუშური ფოლკლორი – სიმღერა, ცეკვა და ლექსის თქმა.
ღონისძიების დასასრულს ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფიტეატრიში გაიმართება ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული 40 წუთიანი ფილმის ჩვენება, რომელიც გადაღებული 1960-70 წლებში და ასახავს თუშურ ყოფასა და ტრადიციებს.
დასწრება თავისუფალია.
This post has been edited by შევარდენი1906 on 28 Jun 2008, 09:18
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!