#10258940 · 30 Jun 2008, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Guns n' Roses არის ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, კალიფორნიის შტატში 1985 წელს. გაყიდული აქვთ რა 90 000 000 ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 000 000 იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და დაიმკვიდრა I ადგილი ამერიკაში გამოსვლის დღიდანვე.ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the jungle გამოყენებულია Clint Eastwood ის 1988 წლის ფილმის The dead pools საუნდრტეკად. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ, ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80 ანების და ადრეული 90 იანი წლების ჰარდ როკის სცენა.მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში , ვიდეო ჩარტებში Guns n' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleeze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა.ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 87 93 წლებში.მაგრამ წევრებს შორის არსებულმა პიროვნულმა უსიამოვნებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა.დღეს ერთადერთი წევრი I შემადგენლობიდან ექსელ როუზია, რომელიც უკვე 22 წელია რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს Guns n' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში ვოკალისტის ექსელ როუზის და გიტარისტის თრესი განზის მიერ, რომელიც Hollywood Rose ის და L.A Guns ის არაოფიციალური მენეჯერი იყო.ექსელი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო თრესი განზი მხოლოდ მეორე ჯგუფის წევრი.ჯგუფის პირველი შემადგენლობა ამ ორი ჯგუფის სხვა წევრებსაც მოიცავდა: Hollywood Rose დან ექსელის დიდი ხნის მეგობარს იზი სტრედლინს, ხოლო L.A Guns დან ბასისტ Ole Beich ს და დრამერ Rob Gardners ს. ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა როკს, ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს... და მუსიკის სხვადასხვა განსხვავებულ სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალში. როდესაც ჯგუფის წევრებმა თრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსელმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წელს დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო : ექსელ როუზი (ვოკალი) , სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა) , დაფ მაკკაგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი) .ლოს ანჟელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.
--------------------
The world is full of Kings and Queens Who blind your eyes and steal your dreams And they'll tell you black is really white The moon is just the sun at night And when you walk in golden halls You get to keep the gold that falls
|