მე ფიზიკოსი არ ვარ და ამის დეტალური ახსნა არ შემიძლია, თუმცა გასაგებ ენაზე შემიძლია გითხრა რა არის.
ამ ტოპიკზე ნაწილობრივ წერია ასეთი თეორიების არსი. დღესდღეობით ფიზიკაში არსებობს 2 განსხვავებულ თეორია: ქვანტური თეორია, რომელიც კარგად აღწერს მოვლენებს მიკროსკოპულ სამყაროში და ფარდობითობის ზოგადი თეორია, რომელიც კარგად აღწერს მოვლენებს (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ

) მაკროსკოპულ, უზარმაზარ სივრცეებზე. თუმცა ეს ორი თეორია აბსოლიტურად შეუთავსებელია ერთმანეთთან. დროის, სივრცის და დამკვირვებლის როლის ცნება იმდენად განსხვავებულია, რომ ეს ორი თეორია ერთმანეთს არ უთავსდება (მაგალითად ფარდობითობის თეორიაში დრო აბსოლიტური სიდიდე არ არის და ქვანტურ თეორიაში აბსოლიტურია სიდიდეა. უფრო დაწვრილებით ზემო ლინკში იხილე). ხოდა, ვიღაცას მოუვიდა იდეა, რომ ეს ორი თეორია გაეერთიანებიანა. ძალიან ძნელი ამოცანაა როგორც ჩანს. ზუსტად ამას ემსახურება სიმების თეორია. სიმების თეორიის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს და M-თეორია ის თეორიაა, რომელიც ამ ყველა სიმის თეორიის გაერთიანებას ისახავს მიზნად. რაც მთავარია, ეს ერთადერთი თეორია არ არის მოცემული მიზნის მისაღწევად. არსებობს ასევე quantum loop gravity, ტვისტორების თეორია და სხვა, რომელიც ფარდობითობის და ქვანტური თეორიის გაერთინაებას ისახავს მიზნად. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აი რა არის. ნებისმიერი თეროიის მათემატიკურმა მოდელმა უკვე არსებული დაკვირვებადი მოვლენები უნდა გაითვალისწინოს და ისე შექმნას მათემატიკური მოდელი, რომ არსებული დაკვირვებების პრედიქცია მოხდეს. ამასთანავე ახალი თეორია ახალ შედეგებს იძლევა. ყველა მსგავსი თეორია იმავე შედეგს იღებს (ან უნდა იღებდეს აზრში), რასაც ქვანტური და ალბათობის თეორიები იძლევიან. რა საჭიროა მაშინ ეს თეორიები? ახალი შედეგების ექსპერმენტში დამტკიცებისათვის. მარა აქ ჩნდება ზუსტად პრობლემა. ამ ახალი შედეგების ექსპერიმენტალური დამტკიცება დღესდღეობით აბსოლიტურად შეუძლებელია, რადგანაც ეს შედეგები ვცერლდება სივრცის და დროის ისეთ სკალაზე, რასაც პლანკის სკალას ეძახიან და რაც ატომის ზომაზე მილიარდობით ნაკლებია. ამ სკალაზე ექსპერიმენტებს ვერავინ ვერ ატარებს დღეს და ალბათ კაი ხანი. ასე რომ, დღესდღებოით ეს თეორიები ბუტაფორიები. მომავალში შეიძლება გამოსადეგი იყოს.