გამარჯობა ყველას. მოდით, ვისაუბროთ იმერეთის მეფეთა პირველ დინასტიაზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში 1258 წლიდან 1330-მდე ზეობდა. როგორც ცნობილია ეს სამეფო სახლი დააფუძნა დავით ნარინმა იმერეთ-აფხაზეთში მისი განკერძოების შედეგად. ეს შტო მხოლოდ მდედრობითი ხაზით იყო ბაგრატიონი; ისე კი სელჯუკური წარმოშობის იყვნენ. მოგეხსენებათ, ნარინის მამა და რუსუდან დედოფლის მეუღლე რუმი სულთნის ვაჟი (მუჰამედ მუღის ად-დინ თურქან-შაჰ) იყო,
სულ ამ დინასტიამ მოგვცა 4 მეფე, შემდეგ კი გიორგი ბრწყინვალემ ქუთაის-სამოქალქოს ერისთავობამდე ჩამოაქვეითა. აი ისინი:
1. დავით I (დავით VI ნარინი), 1258-1293
2. კონსტანტინე I, 1293-1326
3. მიქელი, 1326-1329
3. ბაგრატ I, 1329-1330
მე უფრო მაინტერესებს ამ მონარქების ტიტულატურა: როგორ იხსენიებიან სიგელ-გუჯარებში ("იმერეთის მეფე"? "აფხაზთა მეფე"?) და თვლიდნენ თავს თუ არა ბაგრატოვანებად. თუ ვინმეს რამე ინფო მოგეპოვებათ, გთხოვთ დაპოსტოთ. აბა გელით!
This post has been edited by Anti-Totleben on 4 Jul 2008, 19:38