თალიბებმა ამერიკელებთან საბრძოლველად მაიმუნებს ”კალაშნიკოვები” დაურიგეს
ავღანელი თალიბები ამერიკელებთან საბრძოლველად მაიმუნების სპეცრაზმს ამზადებენ. ამ ინფორმაციას ჩინელი ჟურნალისტები ავრცელებენ. პრიმატებს ავტომატ АК-47-ით, ტყვიამფრქვევ ”ბრენითა” და ყუმბარმტყორცნით აიარაღებენ.
ბრიტანელმა კორესპონდენტებმა მაიმუნი-ტერორისტები ფოტოკამერაზეც აღბეჭდეს.
თურმე, მაიმუნების მეომრებად გამოყენების იდეა თალიბებს არ ეკუთვნით და ამაზე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ვიეტნამის ომის დროს დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში ფიქრობდნენ. მაშინ ამერიკელები მაიმუნთა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას ბანანისა და არაქისის მეშვეობით ახორციელებდნენ. სამხედროები პრიმატებს ჯუნგლებში შეღწევასა და სამალავში მყოფ ვიეტნამელთა განადგურებას აჩვევდნენ.
ჩინური წყაროს ცნობით, თალიბები მაიმუნებს არამარტო ”კალაშნიკოვის” მოხმარებას ასწავლიან, არამედ ინტელექტუალურადაც წრთვნიან. თურმე მებრძოლი-მაიმუნები ამერიკელ სამხედროთა ფორმას ცნობენ და თავს მხოლოდ მათ ესხმიან. ცნობილია, რომ მაიმუნების სპეცრაზმი მაკაკებისა და ბაბუინებისგან შედგება.
როგორც People’s Daily Online წერს, აშშ-ის სარდლობის წყარომ თალიბთა შეირაღებულ ძალებში მეომარი-მაიმუნების არსებობა დაადასტურა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
წყარო:
http://www.ambebi.ge/samkhedro/23351-thali...i-dauriges.html