კი ბატონო. ვეცდები თითო პოეტის თითო ლექსი დავდო.
დავით ხინთიბიძეთაჯ-მაჰალი ლექსის სტროფები იშლება წლებით,
და იწერება ისევ თავიდან,
ის რაც შეიქმნა უკვდავი გრძნობით
თაჯ მაჰალივით ცალკე წავიდა.
არის სამყარო უსაზღვროდ დიდი,
ისევ ძნელია ღმერთთან მოხვედრა,
მხოლოდ უკვდავი გრძნობით ისწავლა
ადამიანმა მარტო ცხოვრება.
2007
გიგა ქავთარაძე* * *რიტმი დაეჯახა რითმას,
ფიქრი დაეჯახა გულს,
რაც დღემდე შენთვის მითქვამს
ისევ ის გითხრა მსურს.
გული სწუხს,
შველას ითხოვს,
გული ვერ ამბობს სათქმელს,
თუ ჩემში ვპოვებ უფალს
მასვე დავუნთებ სანთელს.
შენ მე ნუ მიწოდებ ცოდვილს,
დოგმებს ვითარ ვებრძვი მუდამ,
რწმენას ვერ ისწავლი,
რწმენას მოპოვება უნდა.
მოდი, დავივიწყოთ წყენა,
ერთურთს ჩავეხუტოთ ისევ,
მოდი, დავიბრუნოთ რწმენა,
პასუხს ველოდები. გისმენ!
14 მარტი, 2008 წელი.
თბილისი
გიორგი კობახიძე***მე მინდა რომ დაგამსგავსო დღეს,
პროგრესულად მოაზროვნე კაცს,
მე მინდა, რომ შეგაჩვიო მთებს,
რომ მთებიდან გადმოვხედოთ ზღვას.
მე მინდა რომ გამოგაწყო ფრაკში,
მე გიყიდი ფეხსაცმლისთვის “მაზს’’,
და რომ იყო სრულ კომფორტში სახლში,
რუსეთიდან გამოგიყვან გაზს.
მე წაგიყვან რესტორანში ხვალ
და დაგათრობ უძველესი ღვინით,
და გალეწილს გამოგიყვან გარეთ,
ცოტა აზრზე რომ მოხვიდე წვიმით.
ნაბახუსევს შემოგიტან ჩაის,
დავალაგებ შენს არეულ ლოგინს
და ჩემში რომ დაგარეგისტრირო,
ჩემს საიტზე დააჭირე Log-in-ს.
მაიკო ციცქიშვილინუ დაიმალები რა!ოდესღაც გაგიფიქრე და ვინანე
და ჩადენილი ცოდვასავით ამტკივდი
დავივიწყე და გამოვსწორდი
და დავდივარ მხოლოდ მარტივი გზებით!
ისევ უსირცხვილოდ ვიმალები
სხეულზე რომ თითები მაქვს
იმათ ვემალები და
სწორედ მაგ თითებით
სხეულზე რომ თვალები მაქვს
იმათ ვეფერები,
გულდაგულ ვაჯერებ
რომ ისევ შევიცვლები
რომ აღარ ჩაგიდენ
და საბოლოოდ მოგინანიებ
მაგრამ….…. ვერ გელევი და
დღეს უკვე მეხუთეჯერ
ნელ-ნელა გეწევი!
* * *
მინდია ცეცხლაძე
ოთარ ზარიძეВездесушая красотаВезде я вижу красоту,
Во сне и даже на яву,
Что хорошо не так уж плохо,
Что нам приятно и даже больно.
Во всем я вижу красоту,
В кустах, в деревьях и в пруду,
Что прекрастно и ужастно,
Когда нам радостно и грустно.
Везде я вижу красоту.,
В тюрме во мраке и на дому,
В огромных крыльях и в плоду,
В больших сердцах и в мельких перьях.
Во всем я вижу красоту,
Может ето не так уж и обычно,
Но ето так и очень круто,
Везде… я вижу… красоту.
თამთა ნოზაძემე და პოეზიამე პოეზია მაცოცხლებს, ალბათ,
მისი გიჟური სწრაფი ტალღები,
ფერთა გამაში, გრძნობათა რიტმში,
დავიხრჩობი და დავიკარგები.
ზღვა სიხარულის ქარიშხალს ვხედავ,
უფრო და უფრო იწვის გრძნობები,
ვუსმენ ბგერათა საამო შრიალს,
მე მათ სითბოში გავითოშები.
ბგერის ხმაურში გრიგალებს სძინავთ,
ლექსის სტრიქონში ცახცახებს სევდაც,
სიცოცხლეც ახლავს, ზოგჯერ სიკვდილიც,
სიჩუმეც ახლავს და ზოგჯერ ელდაც.
მომავლის რწმენაც, გრძნობაც, იმედიც,
მასში ანთია, როგორც სანთლები,
მე პოეზია მაცოცხლებს ალბათ,
მე მის ტალღებში დავიკარგები.
თამუნა ბიბილაშვილიდაგვიანებული აღსარებახელში გიჭირავს გაცრეცილი ჩემი წერილი,
დაგვიანებულს შენ კითხულობ ჩემს აღსარებას,
თეთრი ფურცელი, შელახული და ფერშეცვლილი,
წარსულს და აწმყოს ასე მტკიცედ რომ გადაება…
თითქოსდა ამბავს კითხულობდე დაუჯერებელს,
და, ამავე დროს თითქოს იგი უცხო არც არის,
იქნებ, დროს თვლიდე ამისათვის შეუფერებელს?!
ალბათ, ადგილი შენს ფიქრები ჩემთვის არ არის…
ჩუმად კითხულობ, რაც მე წლობით გულით ვატარე,
რაც უკვე ვეღარ დაიტია გულმა ტანჯულმა,
მე ამ წერილში ყველა სიტყვა შენით გავათბე,
ფურცელს გავანდე საიდუმლო ჩუმად, მალულად…
ახლა კითხულობ აღსარებას ჩაფიქრებული,
ვეღარ მოარჩენ ვერც ტკივილებს, ვეღარც იარებს,
გთხოვ, ნუღარ მიცქერ საყვედურით გაფითრებული,
გთხოვ, მაპატიე, ჩვენ ორივემ დავაგვიანეთ!..
21. 02. 2006წ
თორნიკე ციხელაშვილიბოჰემა შენზეაი, დამთავრდა ჩემი ბავშვობა,
გაიწკრიალებს ცხოვrების ზარი.
ჩემი ფიქრები, ჩემი ოცნება
შენს ირგვლივ ფრინავს, როგორც სიზმარი.
ასე მგონია, რომ ზღაპარში ვარ
გამოფხიზლდები კვლავ შენთან ერთად...
ვერ ვიფიქრებდი ოდესმე მაინც
თუ ვიტირებდი ასე ,,გულწრfელად”...
ვტირი და ვხედავ პირველ სიყვარულს,
პირველ ოცნებას და პირველ ღიმილს,
ვხედავ ჩემს ირგვლივ უამრავ სითბოს
სიყვარული კი გულს ფიქრით მიღლის...
მიყვარდა ერთი ბავშვური გრძნობით,
მისთვის ვცოცხლობდი- ასე მეგონა;
მაგრამ დამცინა ბედის სიავემ
და ფიქრმა ფიქრი გამოიგონა...
ამდენ მეგობარს ვხედავდი ერთად
ჩემი გული კი მხოლოდ შენ გგრძნობდა.
მინდოდა მხოლოდ შენთვის მემღერა,
ის სიტყვა მეთქვა, რაც შენ გულს გთხოვდა.
ვხედავდი ლამაზ, ცეცხლოვან თვალებს,
ოდნავ მიბნედილს წამწამებს შორის,-
მსურდა, რომ მხოლოდ მათთვის მეცოცხლა
სიyვარულს ვნატრობ - მოხვალ კი? როდის?...
მე ახლაც მინდა, რომ ცრემლი ვიყო-
შენს მკაცრ ღაწვებზედ ჩამოღვარული,
მოვუალერსო შენს ბაგეთ ნაზად,
ავტირდე ვნებით გაგიჟებული...
მინდა, მოგიძღვნა ყოველი ლექსი,
ამ მშვენიერი ოცნების გამო-
იგძნობ იგივეს? რასაც შენთვის ვგრძნობ,
ჩემი ლამაზი ოცნების წამო...
მხოლოდ ოცნებებს ვეფერე ღამით,
შენი სიტყვებით ნუგეშცემული...
მე ბედნიერი ვიქნები მაინც,
თუ არასოდეს დაგავიწყდები...
მომეცი მაინც იმის უფლება
მოგიძღვნა ჩემი შმაგი ფიქრები:
მომენატრები...
და ვიცი მოხვალ,
მაგრამ ოდესმე იქნები ჩემი?!
შენმა შეხვედრამ ჩემს ეულ სხეულს
და სულს შეჰყარა უცნობი ,,სენი”.
მე ვიცი, რომ შენ ჩემზე არ ფიქრობ,
მაგრამ ოდესღაც იფიქრებ.
შენმა შეხვედრამ ჩემს ეულ სხეულს
და სულს შეჰყარა უცნობი ,,სენი”.
მე ვიცი, რომ შენ ჩემზე არ ფიქრობ,
მაგრამ ოდესღაც იფიქრებ მაინც...
ო, როგორ მინდა შენი შეხება...
შენი სურნელის შეგრძნება მაინც...
ნუთუ ეს ,,სენი” სიყვარულია?!
ეფემერები ამას ეტრფიან?
და რაც არ უნდა იყოს ეს გრძნობა,
მისით განცდილი მხოლოდ ცრემლია.
მინდა გიყურო მუდამ, მარადჟამს,
მხოლოდ შენს თვალებს მივენდო, მინდა!
და შენი ფიქრის ყოველი წამი,
ჩემსკენ მომართო! ო, როგორ მინდა!
ო, როგორ მინდა, შენი სახელი
ვიმეორო და ვიყვირო ყველგან...
და ამისრულდეს ერთი ოცნება-
შენი ცხოვრებით მოხვიდე ჩემთან...
ისევ შეგხვდები...
არ ვიცი როგორ...
ისევ შევიგრძნობ შენი თმის შურნელს...
და როგორც შენთან მე მიდა ახლა,
ო, როგორ მინდა, რომ შენც ეს გსურდეს
მომენატრები...
შენ ისევ მოხვალ!...
ჩემს გულში მუდამ იქნები ჩემი,
რამეთუ შენმა უმანკო სითბომ
ჩემს სულს შეჰყარა ,,ლამაზი სენი”...
კვლავ აფეთქდება გაზაფხულზე იასამანი,
შენი სუნთქვა კვლავ მოაწყდება ჩემს დაღლილ სახეს.
შენი თვალების ცელქი კვესა მე გამაგიჟებს
ბედნიერებით გადაღლილი გვექნება ღამე...
მაგრამ შენ წახვალ, მე კი ისევ დავრჩები მარტო,
სიციცხლე, ჟინი სიყარული თვალწინ ჩამივლის!...
ჩვენი შეხვედრა ოდესღაც, რომ ვნებით გვათრობდა,
როგორც სიზმარი გაიელვებს და ტანს დამიშლის...
ერთი სურვილი შემორჩა ჩემს ობოლ გულის ხმას
იქნებ ოდესღაც შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად!
შემდეგ მანიშნო, მიამბო ან ჩუrჩულით მითხრა-
მე სიყვარულით ავტირდები გიჟივით ალბათ...
თუ შენც ოდესმე გიფიქრია ჩემს სიყვარულზე,
ნუთუ არასოდეს გაგჩენია განცდის სურვილი?
,,ეჰ, ალბათ არა !’’ მეც შენზე ფიქრს არავის ვუმხელ
და ასე ვივლი დარდიანი
შენი
წყურვილით!
ოდესმე მაიც ფიქრი ჩემზე თუ ძილს დაგიფრთხობს
მხოლოდ იმ ღამით ავტირდები ბედნიერებით,
მოვალ შენს ფიქრში, მოგეხვევი, გეტყვი:
მიყვარხარ!!!
და შენს ნაზ თითებს
დაგინამავ
თბილი
ცრემლებით!!!
2004 წ.
გივი გ. ქარჩავაჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამიამე ლექსებში ვწნავ და ვქარგავ ეროტიზმს,
მუდამ ვფიქრობ მე მთვარიან ღამეზე,
როგორც სიძვით შეპყრობილი ენოტი
ჩემს საკბილოს ბუჩქნარებში დავეძებ.
კვნესა ისმის ამძუვნებულ რითმებში,
სტრიქონები შლიან შეშლილ ნატურას,
ვერ ისვენებს კალამი ჩემს თითებში,
ყალყზე შემდგარს ვხატავ კარიკატურას.
სტრიქონები გაშმაგებით კოცნიან
მათ მომდევნო მკერდაზიდულ სტრიქონებს,
რამდენჯერ და რამდენი უკოცნია,
ზის პოეტი და ღიმილით იგონებს.
ლექსი ხვნეშის ვით დაჭრილი ავაზა,
და კალამთან შეწყვილებას მოელის,
მთვარემ წუხელ ბაგე შემომთავაზა,
ვით მათარა მწყურვალ უდაბნოელის.
თვალებს ლულავს გადაღლილი ტაეპი,
ქაღალდი რომ ვნებით დაუნამია,
ხვდები რითმში ბუზივით რომ გაები? -
ჩემს ლექსებში მყვირალობის ჟამია!
ალექს პაპიაშვილის ლექსები მაკლია. კომპში ვერ ვიპოვე ვერაფრით. თუ ვნახავ მაგასაც დავდებ. ჯერ კი ესენი წაიკითხეთ.
This post has been edited by didou nana on 22 Mar 2008, 15:41