
მართალი ბრძანდებით..და მეცნიერების სავიზო რეჟიმის დარღვევის პირობებში ურცხვად განაგრძობენ არსებობას..
საინტერესოა,მაგალითად დეიდა და ბიძია ფსიქოფიზიოლოგებს თუ აქვთ შესწავლილი 5 გრძნობის გარდა სხვა რომელიმე(მაგ.სირცხვილის,რეალობის,თანაგრძნობა და ა.შ.)გრძნობა და მათი ორგანოები..

ასევე საინტერესოა,თუ არის გამოკვლეული ბგერების ფერთა გრძნობა(მუსიკალური ბგერების,აგრეთვე ჩვეულებრივ მეტყველებაში გავრცელებული--არამხოლოდ გამოთქმის დონეზე--"მუქ ფერებში","ცივი და თბილი ხმა', "მჭახე ტონები"---გრძნობის გამოხატულებანი ხომ არ მიანიშნებს იმას,რომ გრძნობებს ერთი საერთო საფუძველი გააჩნია,საერთო ძირიდან---"პრა"გრძნობიდან წარმომავლობა.. აქვე გავიხსენოთ ქართული სიტყვა-"ყურება-ვუყურებ"--სმენის ორგანო-ყურის მოხსენიება ვიზიონურ აქტში... ძალიან საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე კომენტარის მოსმენა...

ჩემს ტყუპისცალს,მაგ.გააჩნია ადამიანის ხმის ინტონაციის მიხედვით დადგენა-ცრუობს თუ სიმართლეს ამბობს მოსაუბრე ადამიანი(შეგნებულ ტყუილზეა ლაპარაკი)და ამის ახსნას თვითონ იძლევა ისეთნაირად,რომ-ადამიანის მეტყველების ინტონაცია(ალბათ მეტყველებამდელ ფენომენზეა ლაპარაკი) გადმოსცემს უზუსტეს და ურყევ ინფორმაციას ამ მხრივ! ძალიან საინტერესოა მეცნიერული კომენტარები...