"RE-აქცია"
არსებობის მანძილზე "RE-აქციამ" განახორციელა არაერთი აქცია, ძირითადად რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან. ჩვენი აქციები გაშუქებული იქნა მრავალი ქართული თუ უცხოური მედიის მიერ.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის „სამშვიდობოების“ გაყვანის საკითხზე საქართველოს საზოგადოების ერთიანი პოზიციის გამოხატვა. მით უფრო, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გადამწყვეტი ეტაპი.
ამიტომ, საინიციატივო ჯგუფი გეგმავს რამდენიმე ეფექტურ აქციას, რომელიც დასრულდება დიდი მასშტაბის აქციით "ჯაჭვური RE:აქცია" (www.hand2hand.ge), რომელიც გულისხმობს უახლოეს მომავალში, დათქმულ დღესა და დათქმულ საათზე ცხინვალიდან ენგურის ხიდამდე საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელ მხარდამჭერთა უწყვეტ ცოცხალ "ჯაჭვის" ორგანიზებას 15-20 წუთის განმავლობაში.
ჩვენ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიყოთ!
შემოგვიერთდით!
მიიღეთ მონაწილეობა აქციის ორგანიზებაში!
გაგვიწიეთ თანადგომა და დახმარება თქვენი სესაძლებლობებისდა მიხედვით!
შემოდით:
REაქციაRE-აქციის დიდი მარშრუტიუპირველესი ამოცანა - საზოგადოებრივი მხარდაჭერაRE-აქციის საბანკო რეკვიზიტებიმომენტალური გადახდები პრომო-აქციებისათვისP.S.შესაბამისი თემა არ არის მაგრამ ფორუმის ყველა განყოფილებაში იხსნება ეს თემა და მოდერს ვთხოვ რომ დატოვოს ეს თემა და აპინოს