bakolineმოდი მაშტაბებით დავიწვებ

ყველაზე პოპულარული მაშტაბებია 1/10, 1/12, 1/8, 1/16. მაგრამ სულ ყველაზე პოპულარული ასე ვთქვათ არის 1/10. მაშტაბი იმას ნიშნავს რო რეალური მანქანასთან შედარებით რამდენად პატარაა მოდელი. ანუ ამ შემთხვევაში RC (დისტანციური მანქანა) არის ათჯერ პატარა რეალურ მანქანაზე. სიჩქარე არაა მაშტაბზე დამოკიდებული, არამედ მატორზე. 1/5 მაშტაბამდე ყველა ნიტრომეთანზე მუშაობს, ხოლო ზოგი 1/6 და ზემოთ უკვე ბენზინებზეა, მარა ეგენი ძალიან დიდებია და ძვირიანები ($1000 და ზევით).
საერთოდ მანქანები არის ელექტრო, ნიტრო და ბენზინის. ბენზინზე ზემოთ დავწერე. რაც შეეხება ნიტროს, ყველაზე პატარა არის 1/28 და ყველაზე დიდი 1/6. ხოდა ელექტრო კიდე ძალიან პატარიდან დაწყებული 1/6 მოდელამდე.
არსებობს სტანდარტები. სერიოზული მანქანები, აი ვიდეოში როგორიც იყო, არიან როგორც ეძახიან ჰობის (Hobby) დონის მანქანები, ანუ ყველაზე სერიოზულები. სხვებს პროსტა სათამაშოებს ეძახიან. ეს იქიდანაა გამომდინარე რო Hobby RC არის რეალურს მიახლოებული და ძალიან სწრაფი მანქანები. მაგათ თავისი ძეთის ამორტიზატორები, ტარმაზნოი კალოტკები, პროპორციული მართვის სისტემები და რავი რა არ აქვთ

. ხო, მანქანები არის 4WD და 2WD. ყოველთვის ჯობია 4WD იყიდო, უფრო კაი სატარებელია

. 4WD-ები კიდე ორნაირია: რემნიანი და ხიდიანი. ანუ ერთში რემნები არის ხიდებს შორის და მატორს შორის, ხოდა ხიდიანში კიდე ხიდია შუაში ლითონის. ჯობია რო ხიდიანი იყიდო. ხო კიდე, დრიფტისთვის მარტო 4WD გამოდგება, ცოტა უცნაურად ჟღერს მარა ეგრეა

სიჩქარის კაროპკები აქვთ 1,2 და 3 სიჩქარიანი.
მე მყავს ორი მანქანა, ორივე Tamiya-ს ფირმისაა. ერთი ნიტროა და მეორე ელექტრო. ელექტრო დრიფტისთვის მყავს მოდიფიცირებული, სპეციალური ბორბლები აქვს და ორივე დიფერენციალი მაქვს ჩაკეტილი.
ნიტროს მაგარი მუღამი აქვს ძაან, მარა უფრო რთული მოსავლელია ვიდრე ელექტრო, რომელსაც მარტო დატენვა უნდა და ეგაა. ნიტროს მატორის მოვლა დაზეთვები და წმენდა უნდა, მარა მაგასაც მაგარი მუღამი აქვს თავის პონტში.
ნაწილები ამ მანქანებისთვის ზოგი ძვირია ზოგი არც ისე, მოვლა უნდა პროსტა ყველაფერს რა. მარა ყველაზე დიდი პრობლემა საწვავია, რომელიც საქართველოში არ იშოვება საერთოდ. მე ძაააააან დიდი ხანი ვეძებდი, მარა ვერსად ვერ ვნახე

. ან ვინმეს უნდა გამოატანო საზღვარგარეთიდან ან რავი.
ხო, ნიტრომეთანბშიცაა სხვაობა (ანუ საწვავში) ნიტროს შემცველობის მიხედვით, როგორც ბენზინში ოქტანობაა ისე დაახლოებით. დაბალ პროცენტიანი ნიტრო უფრო დამწყებებისთვისაა და მაღაც პროცენტიანი სერიოზული მანქანებისთვისაა.
კიდე ბევრი დეტალია ძალიან და თუ რამე კონკრეტულად გაინტერესებს მკითხე.
ჩემი ნიტრო ესეთია ზუსტად
მიმაგრებული სურათი