ვაღიარებ მის ერთადერთ ნაწარმოებს "На Дне"
კიდევ მაკავშირებს მასთან ბავშვობის ერთი მოგონება:
ზაფხულობით, ფასანაურში დავდიოდი დასასვენებლად.
შესასვლელში რატომღაც გორკის უშველებელი ძეგლი იდგა. ფეხშიშველი.
ძალიან მეცოდებოდა, სულ მეგონა, რომ სციოდა და ერთ დღესაც არც ვაციე და არც ვაცხელე, ჩემი დაპატარავებული "ბასანოჩკები" მივურბენინე და ფეხებთან დავულაგე. სულაც არ მიფიქრია, რომ არ მოუვიდოდა

))
მოერე დღეს, რაღა თქმა უნდა, ჩემი "ბასანოჩკები" აღარ დამხვდა. გორკი კი ისევ ფეხშიშველი იდგა. დედამ დამამშვიდა, შენ არ ინერვიულო, თავის პატარა გოგონას წაუღოო.
აი ეს არის გორკი ჩემთვის

)