გადავხედე ზოგიერთი მეგობრის პიემს , პირად საუბრებს და ამ თემის გახსნის სურვილი გამიჩნდა.არანაერი წინასწარი შეთანხმება ან ხელოვნური "დუხის" აწევა. უბრალოდ "ჩემი შეგრძნებები" მინდა გაგიზიაროთ.
რუსი დათვი განაგრძობს პროვოკაციებს. ცხადია აუცილებელია კონტრზომები. ჩრდილოელი მტერი ცდილობს გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, დაამკვიდრონ ჩვენგან განუვითარებელი ერის იმიჯი,დაპირისპირების მორევში ამყოფოს სქართველო. ვჭამოთ ერთმანეთი, იკლოს ტურისტთა რაოდენობამ,მოკლედ გვიცდის ნერვებს.
რა უნდა დავუპირისპიროთ?-ერთიანი სახელმწიფოებრივი ნება

, საზოგადოების ერთიანობის ჩვენება და იმის დემონსტრაცია რომ გვსურს მშვიდობიანად გადაწყდეს ყველა საკითხი.
თუმცა
ეს არაა პაციფისტური აქტი. პირიქით -გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ დავიხევთ არავითარ შემთხვევაში უკან!!!! ეს გზა გაიარა ბალტიელებმა და რაღა დავმალოთ მათი შემართება და მიღწეული მიზანი არის პირადად ჩემთვის დიდი სტიმული.
ჯაჭვური რეაქცია არაა უბრალოდ კაპრიზი!!!!! ესაა სერიოზული პოლიტიკური აქტი და ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს .სკეპტიკოსებს მივმართავ-დაივიწყეთ -"არ გამოვა" , "შედეგი არ ექნება" უბრალოდ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ რომ აქცია გამოვიდეს მაქსიმალურად მაშტაბური.თითო აგური დავდოთ ყველამ. აი მაშინ თუ არ გამოვა გვაქვს უფლება ვიწუწუნოთ .დღეს არა!!!!!
უბრალოდ წამით დავფიქრდეთ-თუ როგორ მოვახერხეთ დაპირისპირებულმა ხალხმა აქციის ირგვლივ გავერთიანებულიყავით ფორუმის შიგნით.ეს საქართველოს მინიმოდელია და ეხლა მთლიან საქართველოში უნდა მოხდეს უკვე წარმატებული "ექსპერიმენტის" პრაქტიკული რეალიზაცია. მეტი აქტიურობა დებო და ძმებო.ვიცით მხარს უჭერთ, მაგრამ მეტი მუშაობაა ყველას მხრიდან საჭირო!!!!!!!!!!!!! სკეპტიციზმი ვოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოონ!!!!!
This post has been edited by lasha_alo on 11 Jul 2008, 11:57