ViewSonic VX1940w მონიტორზე D-Sub კაბელით შეერთებისას (სტანდარტული ანალოგური კაბელი), როცა კომპზე რეზოლუცია აყენია 1680x1050-ზე (ეს მონიტორის მშობლიური რეზოლუციაა), გამოსახულება რაღაც ნიტოდ ჩანს და მონიტორის OCD მაჩვენებს, რომ მიმდინარე რეზოლუცია 1400x1050-ია.
ლეპტოპიდანაც და დესკტოპიდანაც ასეთი პრობლემაა. ამასთან, ლეპტოპიდან მხოლოდ ცოტა "გადღლაზულად" ჩანს, დესკტოპიდან კი "გადღლაზულთან" ერთად ციმციმიც აქვს გამოსახულებას.
მონიტორს ასევე აქვს DVI (ციფრული) შესასვლელი. ასე შეერთებისას გამოსახულება კარგია და OCD-ც სწორედ აჩვენებს რეზოლუციას, გამოდის რომ მხოლოდ ანალოგურზეა ეს პრობლემა. მაგრამ ლეპტოპს, რომელზეც მჭირდება ამ მონიტორის მიერთება, მხოლოდ ანალოგური გამოსასვლელი აქვს გარე მონიტორის მისაერთებლად

ვინმეს გადაყრია ასეთ პრობლემას?
ლეპტოპი: Windows Vista, Intel 965 Express Family
დესკტოპი: Windows XP SP3, NVIDIA GeForce 7300 GS
რეზოლუციას ვაყენებ 1680x1050, 60Hz-ზე. Smooth edges of screen fonts თავისთავად დაყენებული მაქვს clear type-ზე
This post has been edited by georgy on 13 Jul 2008, 01:42
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)