დავიწყებ იქიდან, რომ 200 პოსტიანმა ლიმიტმა, რომელიც ამდენ ხანს გაბრკოლებდათ ყოფილიყავით "რელიგია და ფილოსოფიის" განოფილების სრულუფლებიანი წევრები, გაამართლა და ყოველ მეორე ოდიოზს აღარ აქვს საშუალება საკუთარი პირმყრალობით დააბინძუროს განყოფილებაში მოსახლე აკადემიური საზოგადოება (ისემც ამათ რა ვუთხარი).
სანამ სიახლეს გემოს გაუსინჯავთ, გაეცანით აქამდე არსებულ თემებს, კარგი იქნება თუ ბოლომდე გადაიკითხავთ მათ.
შეგახსენებთ, რომ განყოფილება წელზე მეტია არსებობს და თავის თავში უამრავ საინტერესო და ღირებულ თემას, ასევე იუზერს აერთიანებს.
უკვე შენიშნავდით, რომ კამათის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, თეისტურ-ათეისტური მიმოცვლაა, რომელიც ერთი წლის უკან სულაც არ იყო ასეთი მშვიდი. ვფიქრობ დიალოგის კულტურა განვითარდა და ვითარდება, ცხადია იშვიათი გამონაკლისების გარდა აღარავინ შავრაზმელობს...
უპირველეს ყოვლისა გამოვხატავ სიხარულს (განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პოსტებს ამ განყოფილებაში შემოსასვლელად აგროვებდა და ასეთი ვიცი ბევრია) თქვენს შემოერთებასთან დაკავშირებით და გისურვებთ დროის საინტერესოდ გატარებას, ვფიქრობ ჩვენთან ამის დეფიციტი ნამდვილად არ არის...
შეგახსენებთ, რომ განყოფილების სპეციფიკა ძაფით არის დაკავშირებული ადამიანის გრძნობებთან, ემოციებთან, ცხოვრებასთან და ა.შ, ეს კი მოითხოვს გაცილებით მოზომილი პოსტინგის აუცილებლობას, მნიშვნელობა არ აქვს თქვენს მსოფლმხედველობრივ და რელიგიურ კუთვნილებას, აუცილებელია პატივისცემის ობიექტი იყოს ყველა თანამოსაუბრე.
როგორც ახლადშემოსწრებულთ გთხოვთ თვალი გადაავლოთ თემების მოდერაციას და გვესტუმროთ თემაში:
მიმართეთ მოდერატორებსსადაც დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თითოეულ რჩევას, შენიშვნასა და რეკომენდაციას განყოფილების მოდერაციასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ.
საუკეთესო სურვილებით
არქიმოდერატორი
მნათეუს