#10467310 · 18 Jul 2008, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინ შეიძლება იყოს ინდივიდუალური მეწარმე? • ინდივიდუალური მეწარმე შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას • ინდივიდუალური მეწარმე, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭიროა მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობაში იგი გამოდის თავისი სახელით. • ინდივიდუალური მეწარმე თავისი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.
სად გავიარო ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია? ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას/აღრიცხვას ახორციელებს ინდივიდუალური მეწარმის საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო (გარდა სამეწარმეო ამხანაგობაში მონაწილის რეგისტრაციის შემთხვევაში), თუ საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანო. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა ხორციელდება სარეგისტრციო განცხადების წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ.
რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ინდივიდუალური მეწარმის განცხადება რეგისტრაციის შესახებ ? • ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს: • განცხადებას; • პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ხოლო განცხადების დაზღვეული წერილით გაგზავნის ან წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ პირადობის მოწმობის ასლს. • ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადების ფორმა, აგრეთვე გადაიღოს მისი ასლი. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელს; ბ) განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართს; გ) განმცხადებლის პირად ნომერს; დ) განცხადების შევსების თარიღს; ე) განმცხადებლის ხელმოწერას;
ჩვენი ვალდებულება თქვენს წინაშე • ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერი შეკითხვით. • ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას და სამეწარმეო რეესტრში გატარებას. • რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეზე დაუყოვნებლივ გავცემთ შესაბამის •სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის მოწმობას. • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია, თუ: ა) წარდგენილი განცხადება არ არის შევსებული ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით; ბ) წარდგენილი განცხადება არის ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები. • ჩვენი მომსახურება ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის/აღრიცხვისათვის უფასოა. » რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უბრუნდება სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია.
თქვენი ვალდებულება ჩვენს წინაშე • სამეწარმეო საქმიანობის დაწყებამდე ვალდებული ხართ გაიაროთ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია/აღრიცხვა შესაბამის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში). • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის სავალდებულო ფაქტების ყოველ ცვლილებისას თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ ცვლილებების რეგისტრაცია შესაბამის რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში).
ასე წერენ და. ისე დამიჯერე ასე ხატოვნად არ არის ყველაფერი! გაგაწვალებენ ცოტას.
This post has been edited by dato_mshveno on 18 Jul 2008, 20:50
--------------------
სანამ ხმის ამომღები დარჩენილა. . .
|