#17761152 · 2 Feb 2010, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განყოფილების წესები
ფორუმის ზოგადი წესებიდან для особо одаренных რამოდენიმე პუნქტს უფრო დეტალურად განვიხილავ...
- განასხვავეთ ეს განყოფილება ფლეიმისა და აბანოსაგან. ვისაც "მპა, მპუ", "სურათი დააგდე", "უიმე რა სიცოცხლე ხარ", "ოჯახში როგორ არიან და ა.შ." გინდათ - ფლეიმში მიბრძანდით... ვისაც პენისების დაზომება, საბოზეების მისამართები, ლუბრიკანტის შესახებ ცნობები, სქვირთის წნევის როლი ურთიერთობის შენარჩუნებაში, სპერმის გემო და ა.შ. გაინტერესებთ - აბანოში. სექსზე თემებს რაც შეეხება - ზოგადი საუბარი არაა აკრძალული, ხოლო რაწამს გადახვალთ თქვენ საკუთარი ან სხვისი გენიტალიების დეტალურ განხილვაზე, პახაბნობაზე, და, როგორც წესი, ამ ყველაფრის თანმხლებ პროვინციულ იუმორზე - მაშინვე ჩაერთვება საქმეში მოდერაცია... გასაგებია რომ თქვენ სექს-მანქანა, ყველაზე "დეზლი" იუმორის მქონე და ყველაზე გამოცდილი მაჩო ბრძანდებით მთელს სამყაროში, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ადმინისტრაციას აბსოლუტურად არ აინტერესებს
განყოფილებაში კატეგორიულად იკრძალება ურთიერთშეურაცხყოფა, უცენზურო ლექსიკა, პორნოგრაფიული ბმულების და ვიდეო/ფოტო მასალის გავრცელება (გარდა ადმინისტრაციასთან შეთანხმებული თემებისა: მაგალითად კამა სუტრას თემა ილუსტრაციებით. აქაც იკრძალება ისეთი ფოტო/ვიდეო მასალის განთავსება სადაც სასქესო ორგანოების კონტაქტი ჩანს). ასევე მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
პენისების დაზომების, პორნო ლინკების, ფანქრის გაუპატიურების და ა.შ. თემებისთვის/პოსტებისთვის - სხვაგან მიბრძანდით... სასურველია თუ Logout-ს გამოიყენებთ...
აბსოლუტურად ყველა ამ განყოფილებისათვის შეუსაბამო თემა წაიშლება...
იკრძალება - ნებისმიერი პოსტი/თემა სადაც უცენზურო სიტყვები/სურათები/ლინკები იქნება გაითვალისწინეთ რომ აქ შემოდიან ქალები და ბავშვებიც. თქვენ არ მოგეწონებოდათ ვიღაცა თქვენ ახლობელი გოგოების (მითუმეტეს ბავშვების) თანდასწრებით რომ უზრდელობდეს (შეიძლება თავყბა გაგეერთიანებინათ მაგისთვის ამის გამო) და შესაბამისად, თქვენც ნუ იზამთ ამას... - შეეცადეთ მაქსიმალურად ადამიანურ და კორექტულ ფარგლებში გამოთქვათ აზრი, უცენზურობის და უზრდელობის გარეშე... - მოერიდეთ ნებისმიერი ისეთი რამის დაწერას თანაფორუმელისათვის, რასაც პირადად შეხვედრის დროს არ ეტყოდით... - ავტორი ნებისმიერი პოსტისა, რომელიც მიაყენებს შეურაცხყოფას სხვა თანაფორუმელს (აუცილებელი არაა გინება იყოს და უზრდელობა) - იუზერი 1 კვირიან ბანს მიიღებს საჩუქრად... ანალოგიური ქმედების შემდეგ - 1 თვიანს... გამეორების შემთხვევაში კი ნიკის დიზეიბლის საკითხი დადგება დღის წესრიგში... - ადამიანი, რომელიც ფორუმელთა დიდ ჯგუფს მიაყენებს შეურაცხყოფას, მაგალითად:
QUOTE | ისეთი კაცის დედაც…. |
ან
QUOTE | QUOTE | ....... [ 45 ] [51,67%] |
ორმოცდახუთივეს დედაშევეცი
|
პირდაპირ 1 თვით წავა მოუსავლეთში, მისი ყველანაირი ალტერ-ეგოების გამოვლინებებით... გაგიკვირდებათ და ჰომოსექსუალების გინების გამოც შეიძლება დაივორნოთ და დაიბანოთ... აგრეთვე სიტყვა "პიდარასტი" განყოფილებაში დასჯადია, ამიტომ გამოიყენეთ უფრო ცივილური ფორმა: გეი, ჰომოსექსუალი. იუზერი, რომელიც შეურაცხმყოფელ ეპითეტებს იხმარს მაგ: პიდარასტი, ავადმყოფები და ა.შ. - ულაპარაკოდ მიიღებს 20% ვორნს და განმეორების შემთხვევაში რამოდენიმე დღიან ბანს. - ადამიანი რომელიც გამოიყენებს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს "100 ###ზე გადამხტარი" / "ნახმარი, ნათრევი" / "მეძავი" / "ავადმყოფი ქალიშვილი" / "ბოზი არაქალიშვილი"/ "ქალს, რომელსაც სექსი სიამოვნებისთვის აქვს ბოზია" / "მწოველი" / "მინეტშიცა" / "სპერმის მყლაპავი"/"ცოლის ან შეყვარებულის პირში მიმცემი/ქმრისგან ან შეყვარებულისგან პირში ამღები" და ა.შ. სტილში - ულაპარაკოდ მიიღებს 20%ს... და შემდეგზე 1დღიან ბანს და ყოველი მომდევნო ბანის დრო 2ჯერ გაიზრდება - თუ ადამიანს სხვისი შეურაცხყოფისა და "ტყ"/"ყლ"/"შვც"/etc ასოთშეთანხმების გარეშე არსებობა არ შეუძლია - ფორუმის ადმინისტრაციისათვის უბრალოდ ჰიგიენის საკითხია ასეთის სამუდამო მოშორება ამ ფორუმიდან... - თუ თქვენ თვლით რომ მაპროვოცირებელი ირონიულ-დამცინავი პოსტით თქვენს ფაქიზ სულს შეურაცხყოფა მიაყენეს და ინტელექტი არ გყოფნით ასეთივე შინაარსის და სტილის პოსტით პასუხის გასაცემად - ნუ დაიწყებთ დედისტრაკის ფრიალს... შეატყობინეთ მოდერატორს, თორემ დაბალი ინტელექტის შესაბამისი "ტყ"-"ყლ" გაჯერებული პოსტით პასუხზე თქვენც მოგეთხოვებათ პასუხი... და ზოგ შემთხვევაში თქვენ უფრო მოგეთხოვებათ ვიდრე "პროვოკატორს" - თემები უაზრო სათაურით - "მიშველეთ", "კითხვა გოგოებს", "კითხვა ბიჭებს", "კითხვა ინდმეწარმეებს", "დამეხმარეთ", "თქვენი აზრი მაინტერესებს", "თქვენი რჩევა მჭირდება", "მიყვარს", "რა ვქნა?", "მირჩიეთ რამე" და ა.შ. დაიხურება და წაიშლება. სათაურში და პირველ პოსტში ნათლად აჩვენეთ თუ რაზე გინდათ ამ თემაში საუბარი, და თუ მაინცდამაინც უნებურად შემოგეხსნათ თემა უაზრო სათაურით - მისწერეთ მოდერატორს და ჩაასწორებს სათაურს. არავის არ სიამოვნებს განყოფილებაში როცა შედის და სათითაოდ უწევს ყველა თემის გახსნა მხოლოდ იმიტომ, რომ მიხვდეს რაზე იქნება საუბარი. - უაზრო თემად ასევე ჩაითვლება ნებისმიერი, რომლის პირველი პოსტი არანაირ შინაარსს არ მოიცავს. მაგალითად: სათაური "სექსი შეყვარებულთან", "რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს?" ან "მწუხარე სახის ბიჭები" და პირველი პოსტი "რას იტყვით ამაზე", "ხომ კარგია" და ა.შ... ასეთი თემები დაიხურება. - ნებისმიერ ინტერნეტში ნანახ სურათზე და ვიდეო როლიკზე გახსნილი თემა - ასევე დაიხურება - იუმორისტული დიარეის შემოტევის შედეგად გახსნილი თემები, სტილში "შეყვარებულმა ღრძილზე რომ გიკბინოთ, რას იზავთ?", "რამდენად ალამაზებს ქალს ტრაქტორზე მუშაობა?", "რამდენად რომანტიულია შეყვარებული მამაკაცის წინდის სუნი?" და ა.შ. დაიხურება. მოდერაციას არ ესმის "დეზლი" იუმორი... - კონტრთემები, ანუ თუ არსებობს თემა: "ქუჩაში ბიჭმა სახელი მკითხა და რა ვქნა?", კონტრთემა : "ქუჩაში გოგომ სახელი მკითხა და რა ვქნა?", რომელიც გაიხსნება მოდერატორის ნებართვის გარეშე, დაიხურება. ავტორი, რომელიც შემჩნეული იქნება 3 და მეტი კონტრთემის გახსნაში დაივორნება. შეუთანხმდით მოდერატორს კონტრთემის გახსნამდე. უმჯობესი იქნება თუ ორივე სქესის მომცველ თემას გახსნით. "ქუჩაში ბიჭმა სახელი მკითხა და რა ვქნა?" და "ქუჩაში გოგომ სახელი მკითხა და რა ვქნა?"-ს მაგივრად "რას იზამთ თუ ქუჩაში უცნობმა ადამიანმა სახელი გკითხათ?" ჯობია აშკარად  - ფლუდერები და ოფტოპიკომანები გაივლიან შემდეგ სტადიებს : გაფრთხილება (პოსტით/PMით) --> ვორნი --> ბანი ფლუდად ითვლება: - 1st / 2nd / 3rd და ა.შ. სტილის პოსტი - პოსტების მოსამატებელი ნებისმიერი მცდელობა. მაგ: "34525634573567467856785675", "&&&&&&&&&&&&&&&&&&", "!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!", "აბა, აბა, აბა, აბა", "პოლიტიკისთვის ვაგროვებ პოსტებს", "რა საინტერესო თემაა", "  " - ასევე მასობრივად ერთი და იგივე იუზერის მიერ გახსნილ უაზრო თემებს (ანუ თემებს რომელიც "თემამინდაგავხსნა" პრინციპითაა გახსნილი და არაა ჩამოყალიბებული თემის არსი, ან უკვე არსებობდა ასეთი თემები) - იუზერების სიის ჩაკოპირება პოსტში და ა.შ. ოფტოპიკები დასაშვებია ზომიერების ფარგლებში, და შემდეგნაირად გაფორმებული : CODE | [offtopic] რავახარ შეჩემა[/offtopic] |
გარდა გაუფორმებელი ოფტოპიკებისა, ისჯება (ვორნით, სიტყვიერი გაფრთხილებით, ბანით): 1. პოსტი რომელიც შეიცავს მხოლოდ ოფტოპიკს 2. პოსტი რომელიც შეიცავს სმაილს/+1(2, 3, და ა.შ.) და ოფტოპიკს 3. პოსტი რომელიც შეიცავს სხვა პოსტის ციტატას და ოფტოპიკს ასევე მათ ვარიაციებს, ოფტოპიკებით ჩეთაობას და ა.შ. - რაც შეეხება გაჩეთავებულ/გაოფტოპიკებულ თემებს: თუ თემის OffTopic-ებისგან გაწმენდის შედეგად რამე აზრიანის დატოვება შეიძლება - მაშინ თემა დაიკეტება გაწმენდამდე... უკიდეგანოდ გაჩეთავებული ნებისმიერი თემა წაიშლება... თუ მაინცდამაინც რამის დაწერა გინდათ - თემის გარშემო ისაუბრეთ... თუ არა და - ჯობია საერთოდ არაფერი დაწეროთ ვიდრე უაზრობით ამოტენოთ თემა... არცერთი მოდერატორი არაა ვალდებული თქვენი "ნაქნავი" წმინდოს, პოსტებზე ითევზაოს და თემიდან, საიდანაც 90% OFF-ია რაიმე ღირებული გამოჩორკნოს... - "ბრუსლი" vs "შვარცნეიგერი" ტიპის უაზრო და უშინაარსო პოლები და თემები - დაიხურება და წაიშლება... - ეს განყოფილება "სიტყვა და საქმის" "პაემანი" არაა გასაცნობად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად PM ან სხვა ხერხები გამოიყენეთ ნებისმიერი ასეთი თემა (მათ შორის "დეზლი" ხუმრობებიც) დაიხურება და წაიშლება... - მოდერატორის მიერ დახურული თემის გახსნაზე - სიტყვიერი გაფრთხილება და შემდეგ ვორნია... ჯერ გაარკვიეთ რატომ დაიხურა (აქ არ ითვლება, როდესაც დახურულ თემას ხსნის ავტორი, თავის კომენტარს აკეთებს და ხურავს)... - თუ გახსნილი თემის მსგავსი თემა არსებობს – შესაბამისად ახალი დაიხურება. თუ დისკუსიამ ახალ თემაში რამოდენიმე გვერდს გადააჭარბა და ოფტოპიკებისგან მეტ–ნაკლებად არაა დაბინძურებული – მიუერთდება ძველს... გამოიყენეთ Search ხოლო თუ როგორ უნდა გამოიყენოთ Search - მშვენივრად აქვს აღწერილი ბატონ ჰუმანოიდს აი ამ თემაშიასევე არსებობს კატალოგი, რომელიც ახლდება და მეტ-ნაკლებად ყველა აქტუალური თემაა შიგნით, ასე რომ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. - თუ უზრობის, სისულელის, მყრალი ოფტოპიკის დაწერას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ რომ "რამე დაწეროთ" ან "თემა გახსნათ" - ჯობია BACK-ს დააჭიროთ... მაინც წაიშლება... და მაინც გაფრთხილდებით... გამეორების შემთხვევაში - ვორნი... ბოლო დროს მომრავლდა მასეთი თემები... ინდური კინოებიდან გადმოტანილი პრობლემებიღა გვაკლია ფორუმზე... - ზოგგანწითელ-ზოგგანყვითელ-ზოგგანალისფერი და ზოგგანდიდი შრიფტით მპოსტველების საყურადღებოდ - მთავარი სიდიდე კი არა შინაარსია... და არცთუ ისე სასიამოვნოა მკვეთრ ფერებში დაწერილი ტექსტის კითხვა... ჯობია სხვა რამით გამოირჩეოდეთ... დაინდეთ სხვისი თვალები... (ზოგს არ ესმის... მაგრამ მაინც...) მაგით გამორჩეულობას კი არა უკეთეს შემთხვევაში პოსტების კითხვისას თქვენი პოსტის გამოტოვებას გამოიწვევს... თუ ძალიან ბოროტად მოხდება სარგებლობა ფერებით და უბედურებებით - უბრალოდ პოსტი ჩასწორდება (მოშორდება საზიზღარი ტეგები) ან წაიშლება... - და ერთიც... პოსტეთ ქართულად... ანუ ქართული ასოებით... ქართული ფორუმია და გვაქვს ამის საშუალება... ვისაც კლავიატურის დრაივერი არ უმუშავებს - "abg - აბგ"-თი შეუძლია ისარგებლოს... მოკლედ ყველანაირი საშუალება გაქვთ იმისათვის რომ თანაფორუმელებს არ დათხაროთ თვალები ლათინური ასოების ქართულად კითხვით... ასე რომ ტრანსლიტით დაწერილი პოსტები და თემები უბრალოდ წაიშლება... ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში კი ვორნ/ბანი... - რაც შეეხება გალერეებს და ფოტოალბომებს – ამ განყოფილებაში არ გაიხსნება, რადგან ფორუმი დაყოფილია თემების და არა მონაწილეების და სასტავების მიხედვით, ამიტომ სულ 2 ღილაკის დაჭერა სჭირდება უსათაუროში მოხვედრას და იქ ფორუმის მონაწილეთა სურათების ნახვას... ნუ გადავაქცევთ ფორუმს მერვკლяსელის ფოტოალბომად... ვისაც აღნიშნულ პუნქტთან კითხვა გაგიჩნდებათ, პასუხს მიაკითხეთ აქ -- > მოვითხოვ Prankster-ას იმპიჩმენტს (post #4761119)- ყველანაირი კლუბი/თანამანიაკობა/თავყრილობა/მილოცვა და ა.შ. გადავა უსათაუროში, ვინაიდან და რადგანაც, უმოწყალო ჩეთი მიდის მასეთი ტიპის თემებში... - საპროტესტო თემების გახსნას მოერიდეთ, ნებისმიერი საკითხი შეიძლება მოგვარდეს ძяლოგით და არაა საჭირო თემის გახსნა სათაურით "სად გაქრა ჩემი თემა"... - ასევე თავი გაანებეთ სხვის ვორნ-ლოგში ქექვას და სხვისკენ თითის გაშვერას "მე რატომ დამვორნე და ის არა" სტილში... საკუთარ ვორნებს, პოსტებს და თემებს მიხედეთ... - ყველა ოფტოპიკს/უცენზურობას შეძლებისდაგვარად მოევლება... თუ არაა მოვლილი - შეგვატყობინეთ... მოდერატორიც ადამიანია და შეიძლება რამე გამორჩეს... და არც მოდერატორთან თანამშრომლობაა არაკაიბიჭური... მითუმეტეს არსებობს ეგზომ საყვარელი ფუნქცია "შეატყობინე მოდერატორს"- ადმინისტრატორის მოთხოვნის გამო, 100 გვერდს გადაცილებული თემები დაიხურება და თუ თემა აქტუალური და შინაარსიანია - გაიხსნება შემდეგი ნაწილები. შემდეგი ნაწილის გახსნის დროს პრიორიტეტი მიენიჭება პირველი ნაწილის ავტორს. ნუ იგულისხმებთ ზუსტად 100 გვერდს, თემა შეიძლება დაიხუროს 98 ან 104 გვერდზე  - არცერთი მოდერატორი არაა ვალდებული თქვენს ასეთ მოთხოვნაზე QUOTE | თუ შეიძლება ჩემი ყველა პოსტი/თემა წაშალეთ ამ თემ(ებ)იდან/განყოფილებიდან |
რეაგირება მოახდინოს... და არც მოახდენს... ასე რომ წუწუნი იმის გამო, რომ ეს არ შეგისრულეს - არ მიიღება... ფრთხილად იყავით... ფლუდ კონტროლი იზრდება ვორნთან ერთად, და ვორნის დაკლების ფუნქცია მოდერებს გამორთული აქვთ... ასე რომ "ჩამოაკელი, მეტს აღარ ვიზამ"-ს აზრი არა აქვს... ვერ ჩამოგაკლებთ... თუ მოდერატორს შეეშალა, ვერ გაერკვა სიტუაციაში და შემთხვევით მოგცათ ვორნი/ბანი ან დახურა თქვენი თემა და თვლით რომ ეს დაუმსახურებელია - ეს ყველაფერი იმავე მოდერატორთან გაარკვიეთ პირადი მიმოწერის საშუალებით... ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომებიც შეიძლება მოხდეს, რაც ნორმალური დიალოგით აუცილებლად მოგვარებადია... PMში კაჩავს, "ჩემიდედაშე#ეცი, ვორნი ვის დაადე ბიჭო-ს" და უზრდელობას აზრი არა აქვს... ერთადერთი რასაც მიაღწევთ იქნება 1თვიანი ბანი (თუ უკვე არ გადევთ) თქვენი უზრდელობის სკრინშოტით ვორნ-ლოგში და გაგრძელების შემთხვევაში მეორედ მოსვლამდე დისეიბლი ყველა ალტერ-ეგოზე... როგორც მანამდეც აღინიშნა, უზრდელებისგან ფორუმის გაწმენდა - ჰიგიენის საკითხია This post has been edited by Ferlador on 16 Mar 2011, 02:06
მიმაგრებული სურათი
--------------------
ჩემი ჰალსტუხი მიმართულებას უჩვენებს მათ ვისაც მე არ მოვწონვარ... - “Each of us is full of shit in our own special way. We are all shitty little snowflakes dancing in the universe.” (C) Lewis Black
|