
PATA პარალელ ATA, SATA - სერიალ ATA.
მეხსიერების მოწყობილობების შეერთების სხვადასხვა ინტერფეისებია. პარალელური და მიმდევრობითი ინტერფეისი.
განსხვავდება შემაერთებელი კაბელებით, მონაცემთა გადაცემის სიჩქარით.
უმჯობესია SATA, თანამედროვეა, მეტი გადაცემის თეორიული და პრაქტიკული სიჩქარე აქვს, Hot plug-ის მხარდაჭერა აქვს, Primary, secondary, master, slave ჯანდაბობები არ სჭირდება, გაგრილებისთვის პრობლემას არ ქმნის კეისში და უფრო ხელმისაწვდომიცაა.
უპრობლემოდ შეიძლება ორივე სტანდარტის ერთდროული გამოყენება კომპში, მთავარია მაზერს ქონდეს ორივეს მხარდაჭერა.
ფასებზე ვერაფერს გეტყვი, გადახედე კომპანიების პრაისებს.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების...