მოკლედ ამ ქვეყნის შესახებ.
მალდივები არის მარჯნული წარმოშობის 26 ატოლის ერთობლიობა, რომლებიც წარმოდგენილია 1192 აისლეტისა და 250 პატარა კუნძულის მიერ. იგი მდებარეობს ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში და სრულად მოთავსებულია ინდოეთის ოკეანეში იგი გადაჭიმულია 1200 კილომეტრის მანძილზე და მას შუაზე კვეთს ეკვატორი. მსგავსად ტაიტისა აქაც არაჩვეულებრივი ბუნებაა და სუფთა წყალლი, რაც გამოწვეული მარჯნული წარმოშობის ბარიერული რიფების მიერ ისინი იკვებებიან ბაქტერიებიტ და მკვდარი ნაწილაკებით და ასუფთავებენ წყალს, გამომდინარე იქიდან რომ წყალი არ არის ღრმა აქ არ შეგხვდება დიდი ზომის წყლის ცხოველები, რითაც დამსვენებელი მშვიდად გრძნობს თავს. წყლისა და მზის კატალიზის შედეგად ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის ნახვის საშUალება როგორც ხმელეთზე ასევე ჰაერში და წყალქვეშ. მალდივების დედაქალაქია მალე იგი ყველაზე დიდ კუნძUლს წარმოადგენს და იქ არის მოტავსებული მთელი ინფრასტრუქტურა. დანარცენ კუნძულებზე კი მოტავსებულია თითო-თითო სასტუმრო სადაც დამსვენებლებს სთავაზობენ არაჩვეულებრივ მომსახურებას. შეგიძლიათ ნომერი აიღოთ რომელიც პირდაპირ წყალში დგას(over water bungalow/water villa), ან წყლის პირას (beach villa), ან სულაც უღრანი ტყის წიაღში (deluxe room). ეხლა ცოტათი თვალს წყალი დავალევინოთ და აგერ თქვენ რაღაც აღწერილობები.
მიახლოებითი წარმოდგენისთვის თუ რა არის რიფი და როგორ იცავს ის კუნძულს

ამ ფოტოზე გამოსახულია ორი ატოლი

ეს კი მალე მალდივების დედაქალაქი.

განვაგრძოთ განხილვა.
განსხვავებით ტაიტისგან რომელიც წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარეობს, შედარებით ახლოა და ხელმისაწვდომი ქართველებისთვის. ფრენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გადაჯდომით. თბილისი-დუბაი-მალე. მხოლოდ ერთი პატარა ნიუანსი არის აღსანიშნავი, რომ დუბაიში გაფრენისასაც და ჩამოფრენისასაც გვიწევს ერთი დრე გაჩერება და მიმაჩნია რომ ზაადნო დუბაისაც ვნახავთ, ბევრმა ტურ კომპანიამ შემომტავაზა დუბაიშI აიღე სასტუმროო, მაგრამ მგონი რომ არ ღირს. აეოპორტში შემნახველ-ში ჩავაბარებთ ჩანთებს და წავიდეთ დუბაიში ხელოვნური თხილამურების დაროჟკები ვნახოთ ან თუნდაც ვისაც უნდა საყიდლებზე დაიაროს. ფრენა დაახლოებით 800$ გამოდის ორივე გზა დამოკიდებულია როდის და რამდენი ხნით მივფრინავთ ასე რომ ზუსტ ფასს ვერ ვიტყვი. სასტუმროების ფასებს რაც შეეხებაა რის დიდი არჩევანი დღეში 3000$ რაც შემთხვევით ვნახე, მაგრამ თურმე ყოფილა 109$-იანი სასტუმროც. მოკლედ მე ასე ვგეგმავ.
სექტემბერი-ოქტომბრის ზღვარზე მიდნა წავიდე 2 კვირით. პირველი 3 დრე ვჩერდები 5 *-იან სასტუმროში water villa-ში და შემდგომში გადავალ შედარებით იაფიან სასტუმროში რომელიმე მოზრდილ კუნძულზე სადაც იქნება diving ცენტრი, ექსკურსიები, ბარი, კლუბი და კიდევ სხვა სახის გასართობი საშუალებები.
მე უვკე დავუკავშირდი რამდენიმე ტურისტულ კომპანიას და მათ პასუხებს ველოდები. რამდენიმე დღის განმავლობაში მექნება მათი პასუხები და დავდებ აქ, მაგრამ სავარაუდო ფასია single-ზე 2100$ ხოლო თუ წყვილი იქნება მაშინ ერთ კაცზე გამოვა დაახლოებით 1800$ ამ ფასებში ფრენის საფასურიც არის შესული.
ვიზა არ ჭირდება.
ეხლა კი წავიდა ფოტოები
Veneraმოკლედ მგონი დღეს მექნება საბოლოო პასუხი ისე კი სავარაუდოდ არის ასე.
duble room with 2 person price for 2 person per day 155$
single room with 1 person price for 1 person per day 109$
ტრანსპორტირება აეროპორტიდან და უკან ჯდება 200$-მდე აი ეგ არის ხარჯი ფრენის გარდა
SERJსხვათაშორის ლურჯები რომ არის ისინი კუნძულები არ არის ისინი აისლეტებია რომლებისგანაც მალე დაიბადება კუნძულები. ანუ ისინი ჯერ კიდევ წყლით იფარებიან ზოგი 3-4 მეტრის სიღრმეზეა წყალქვეშ და ზოგიც კიდევ 10 სანტიმეტრის სიღრმეზე. ისე კი მალდივების არის ყველაზე დაბალი ქვეყანა. მალდივების უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან არის 2.4 მეტრი და მსოფლიოში არსებული ქვეყნების უმაღლესი მწვერვალებიდან ყველაზე დაბალი უმაღლესი წერტილი აქვს მალდივებს.











This post has been edited by მადეირა on 20 Jul 2008, 00:12