ღმერთს წაართვეს ყველა ადგილი სადაც შეეძლო ყოფილიყო. გამოამწყვდიეს ეკლესიაში. აღარ შეუძლია იაროს ადამიანებს შორის, ჭუჭყიან ქუჩებში.
ღმერთთან სასაუბროდ ლაპარაკი არ გჭირდება

ერთხელ ბოთოთჰარმას შეეკითხნენ, რა მოხდება სიკვდილის შემდეგო
ბოთოთჰარმამ უპასუხა არ ვიციო. ისინი მიაწვნენ, აბა თუ არ იცი , მაშინ რანაირი გასხივოსნებული ხარო.. ბოთოთჰარმამ უპასუხა. თქვენი კითხვა ჰგავს შემთხვევას, როდესაც ვიღაცა ისარს მოგარტყავს, შენ კი, გამძვირვალებული ბრბოში შევარდები და გარჩევას დაიწყებ ვინ ისროლა მშვილდი, ამასობაში სისხლისგან დაიცლები და მოკვდები. შენ რომ გარჩევა არ დაგეწყო, უბრალოდ გამოგეძრო ისარი და ჭრილობა გადაგეხვია - გადარჩებოდი
სად არის ღმერთი? ყველგან და არსად. და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს?
პრინციპში - ღმერთს გააჩნია
* * *
liza80შენ კი წაიკითხე აპოლინერი
ბერთან რომ მიდის მონაზონი ყოველ საღამოს "ეშმაკის მოსაშთობად"
პ.ს. რელიგიური დოგმატიკა აღმაგზნებს
* * *
თიმოთი ლირი
\"ეგოს საკითხი\"
წიგნიდან \"ღმერთის შვიდი ენა\"
თავი მესამე: ცნობიერების ტერიტორიები
(ქვეთავი)
5. ეგოს საკითხი
A. მეცნიერული პასუხი
ვინ ვარ მე?
ეს ძირითადი საკითხია, რომელზედაც მთელი თავდაჯერებით და თვითკმაყოფილებით გაგცემენ პასუხს საზოგადოებრივი ინსტიტუტები. და თუ დააკვირდებით, ყოველთვის მათ სასარგებლოდ. ნებისმიერი რელიგიური იერარქია ზუსტად მიგითითებთ თქვენ - თუ ვინ ხართ: კათოლიკე, პროტესტანტი, იუდეველი თუ ათეისტი. ხოლო ყოველი სახელმწიფო ზუსტად დაგიდგენთ ნაციონალობას, ამერიკელი ხართ, რუსი თუ თურქი. თქვენ მხოლოდ პასპორტი წარადგინეთ! ხოლო უსასრულოდ წვრილი, საზოგადოების შემკვრელი სტრუქტურები მტკიცედ და წამიერად მიგითითებენ, თუ ვინ ხართ პროფესიით, პოლიტიკური მისწრაფებებით, სოციალური კუთვნილებით და ა.შ.
სულ ეხლახან გაჩნდა ახალი ელიტურ-სახელმწიფოებრივი რელიგია -- ფსიქოლოგია, ეგოს ძიება, წარმოსახვის თამაშები. ყველა კითხვაზე თანამედროვე პასუხების მოძიების მცდელობა.
ამერიკელი, კითხვაზე - \"ვინ ვარ?\" პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი სოციალური როლების ტერმინებით. რა როლს თამაშობ და რომელ სატელევიზიო შოუში? კარგი ხარ თუ ცუდი? მაყურებელთა სიმპატიის როგორი რეიტინგი გაქვს? პოპულარული ხარ? ეს არის ფიზიკური და მეტაფიზიკური გაიგივების მცდელობისგან ტიპიური ზედაპირული, ცხოვრებისეული თავდაღწევა.
ვინ ვარ მე? ამ კითხვაზე თქვენ სინამდვილეში მხოლოდ მაშინ გასცემთ პასუხს თუ მიატოვებთ ტელესტუდიის ბუტაფორიულ პავილიონს, რომელიც გამოწყობილია სპეციალური ინსტიტუტების მიერ ნორმალურობის საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური განსაზღვრების მიხედვით.
მე ვარსებობ ცნობიერებისა და ენერგიის ყველა დონეზე.
ვინ ვარ მე? მე ვარ თქვენ.
ატომურ დონეზე -- მე ატომთა გალაქტიკა ვარ. მე ვარ სამყარო, მთელი ენერგიის ცენტრი და შემნახველი. მე -- სინათლე. მე ვარ თქვენ.
უჯრედულ დონეზე მე სიცოცხლის განუწყვეტელი ჯაჭვი ვარ, უმაღლესი საფეხური დნმ-ს კიბეებზე, ევოლუციის პროცესის ცენტრი. მე სიცოცხლე ვარ. მე ვარ თქვენ.
სომატურ დონეზე -- მე ენერგეტიკული სტრუქტურის ყველაზე რთული და გონიერი ფორმა ვარ. ჩემი ორგანოების და კანის სისტემა - უკანასკნელი სიტყვაა კოსმიური მინიატურიზაციისა და ზეციური არქივირების გამოცდილებაში. მე ჩემი სხეული ვარ. მე ვარ თქვენ.
სენსორულ დონეზე მე -- მიმღები ვარ, კავშირის თანამგზავრი, ტელესკოპი-რადარი, გეიგერის მრიცხველი, სიგნალების დამჭერი, აღჭურვილი მილიარდი სენსორული მიკროფონით, რომელიც იჭერს პლანეტის სისტემის ენერგეტიკულ რხევებს. მე ვარ თქვენ.
მაგრამ ყოველ თაობას ჩემში რაღაც ახალი შემოაქვს. მე მარადიული ღმერთი ვარ , ატომთა და თესლის მატარებელი,ყოველ თაობაში მე ახალი სხეულით ვბრუნდები და აღმოვჩნდები ახალ სცენებზე ახალი დეკორაციებით. ეხლა მე ამერიკელი ვარ. ოდესღაც ირლანდიელი ფერმერი ვიყავი. მე ვიყავი კელტი. მე ვიყავი... მე ვიყავი... მე ვიყავი... ყოველთვის როდესაც სცენაზე გამოვჩნდებოდი - ვიბნეოდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ახალი დრამის სიუჟეტი, ენა, რომელზედაც დაწერილი იყო სცენარი (ის ქალი ამბობს, რომ მას \"დედა\" ქვია არა?) არ ვიცნობდი მსახიობური ოსტატობის საფუძვლებს. მე ყოველთვის ვივიწყებდი საკუთარ ატომურ, უჯრედულ, სომატურ და სენსორულ ღვთაებრიობას, რომელსაც მტკივნეულად და ავადმყოფურად ტენიდნენ სასაცილო და საზიზღრად არაბუნებრივ რაღაცაში, რასაც დღეს ჩემი პიროვნება ქვია, გუშინ კი ერქვა კარმა.
ამგვარად მე რ.თ.უ. ფსიქოლოგიური ერთეული ვარ. გონი - კონტეინერია პავლოვის პირობითი რეფლექსების რეალიზაციისთვის, საზოგადოებრივი რობოტი, რომელის ზოგი ნაწილი კარგადაა დამუშავებული, ზოგიც ცუდად, რომელიც ხანდახან კარგია (მისაღებია), ხანდახან ცუდი (ცენზურის ქვეშ). ჩემი ფსიქოლოგიური მანდალის ცენტრი, ჩემი პიროვნების მთავარი მამოძრავებელი ძალა -- საზოგადოებრივი კონდიციონირებაა. წახალისება და დასჯა. რას იტყვიან მეზობლები? -- აი თანამედროვე ფსიქოლოგიის დასაწყისი და დასასრული.
მაშასადამე, ვინ ვარ მე? მე ვარ თქვენ, მე ვარ თიმოთი.. თუ რა ქვია მაგას.. მე ვატარებ ისეთ მახასიათებლებს, როგორიც ძულს და უყვარს \"რაიდერს დაიჯესტის\" პუბლიკას.
ის, რომ ეგოისტური ცნობიერება სოციალური თამაშის ერთგული ხდება -- გარდაუვალია. ამას ვერ გაექცევი. ჩვენ ვერ მივატოვებთ საზოგადოებას. ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ სოციალური როლების თამაში და უარი ვთქვათ მონაწილეობაზე სოციალური დრამაში, რომელიც დაცლილია სიყვარულისგან, გვზღუდავს და ხელს გვიშლის რომ გავაცნობიეროთ ჩვენი ატომური, უჯრედული, სომატური და სენსორული ღვთაებრიობა. სულიერ მოწოდებებს ეგოს ტრანსოფმირებისთვის -- აზრი აღარ აქვს. ეგო ისევე არსებობს, როგორც ცნობიერების ნებისმიერი სხვა დონე, როგორც არსებობს კარმა. ჩვენ შეგვიძლია ეგოს ცნობიერებია \"ცენტრში\" დავაყენოთ და ვიხილოთ მისი რეალური ურთიერთქმედებები სხვა დანარჩენ \"მეებთან\". \"სოციალური ეგო\" საშინლად ტივიალურია \"ატომურ მე\"-სთან ან \"გენეტიკურ მე\"-სთან შედარებით, მაგრამ სწორედ ეს არის კოსმიური დამალობანას უდიდესი მისტიფიკაცია, სადაც \"სოციალურმა ეგომ\" ისეთი უზარმაზარი და ამავდროულად უსარგებლო ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, რომ უპრობლემოდ შეძლო დანარჩენი \"მეების\" მიმოყრა ცნობიერების შორეულ კუთხე-კუნჭულებში.
ასე რომ, ვილოცოთ: ყოვლისშემძლე ეგო, გამიშვი! გამათავისუფლე! ყოვლის შემძლე ეგო, მიეცი ნება ჩემს თვალებს, რათა იხილონ!
B. რელიგიურ-ფსიქოლოგიური პასუხი
თანამედროვე ფსიქოლოგიას, ისევე როგორც თანამედროვე ადამიანს, არ შეუძლია თვალი გაუსწოროს ჯიუტ ფაქტს, რომ ადამიანი მოკვდავია. პერსონალური ჭადრაკის პარტია უდიდეს მნიშვნელობას იძენს. როგორ ვთამაშობ? ღანამედროვე განათლება, რეკლამა და მთლიანად მთელი კულტურა მასშტაბურ კომპანიას ატარებს იმისთვის რომ საშუალო ადამიანს საკუთარი თავის შესახებ ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა, რომ ის -- \"მგრძნობიარე და საოცარია\" (Cool Boy Joe და Cool girl Marry)
და უეცრად, ეს საოცარი ბიჭი ჯო ცნობიერებას იფართოებს. მას თვალწინ წარმოუდგება საზოგადოებრივი რეალობის და სოციალური ეგოს სათამაშო ცელულოიდური ბუნება. ერთი სიტყვით ეგო გებულობს, რომ ის - დამწვარი თეატრის ბუმბულებითა და ციმციმებით მორთული მესამეხარისხოვანი მსახიობია.
ეგო გებულობს, რომ მე-ს გააჩნია ატომური, უჯრედული, სომატური და სენსორული ბუნება და ხვდება რომ მისი (ეგოს) ძალაუფლება დასრულდება. ის ცხოველურ შიშს განიცდის. ის პანიკაშია. დახმარებას ითხოვს. ფსიქიატრი მოიყვანეთ! ფსიქოანალიტიკოსს დაუძახეთ! დამეხმარეთ! დამაბრუნეთ ისევ უკან -- წყნარ, მყუდრო ბუტაფორიულ სამყაროში.
ცნობიერების გაფართოების გამოცდილებას სწორედ ეს მტკიცე პასუხი გააჩნია ეგოს საკითხზე და გლობალურ ხედვას ავითარებს. ერთის მხრივ, ის გვაგრძნობინებს ეგოს დაკარგვის შიშს, ხოლო მეორეს მხრივ, გვეხმარება მივხვდეთ, რომ ეგო, მისი საცოდავი ქვემძრომელობით და ამბიციებით -- ჩემი პიროვნების მხოლოდდამხოლოდ ერთერთი ასპექტია, და არა ერთადერთი.