giganti
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1715
წევრი No.: 53948
რეგისტრ.: 20-February 08
|
#10489388 · 21 Jul 2008, 03:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Presa.ge
[”ვერსია”] “ხალხის პარტიის” ლიდერისგან გაერთიანებისკენ მოწოდება აღარავის უკვირს. კობა დავითაშვილმა გადამწყვეტ მომენტებში თანამებრძოლობა არაერთხელ შესთავაზა “ლეიბორისტ” გუგავასაც კი, რომელთანაც მწვავე “დებატები” ჰქონდა. დავითაშვილის აზრით, ოპოზიციის ხსნა დღესაც ერთობასა და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებაა, რომელიც “სავარაუდოდ, შემოდგომაზე ჩატარდება”. “ვერსია” კობა დავითაშვილს ესაუბრა.
ბოლო დროს, რაღაც აღარ ჩანდით... - ვფიქრობდი... როცა რაღაც ეტაპი განვლილია, ანალიზი უნდა გააკეთო და ახალი გეგმები დასახო. პირადად მე, გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე მივედი, ვნახოთ, სხვები ამას როგორ შეხვდებიან.
“სხვები” უკვე უარყოფითად შეხვდნენ თქვენს “კეთილშობილურ, მაგრამ განუხორციელებელ” იდეას - ოპოზიციის ლიდერი ხალხმა აირჩიოსო. - ასეთი მსჯელობა მაოცებს. უფრო პატიოსანი ნათქვამი იქნებოდა, ჩვენ ეს არ გვინდა, არ გვაწყობსო... აზრი, რომ ლიდერი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა შევარჩიოთ, ძალიან ჰგავს “დათა თუთაშხიაში” ვირთხების კასრში ვირთაგვაჭამია ვირთხის გამოყვანის პროცესს. თუ ეს პროცესი გვაინტერესებს, ეს ჩვენს პოლიტიკურ უგემოვნებაზე მეტყველებს. უფრო სწორად მიმაჩნია, ცივილიზებული ფორმები ავირჩიოთ _ გამოკითხვა ჩავატაროთ. სიყალბეს რომ არ ჰქონდეს ადგილი, ყველა პარტიამ აქტივისტი გამოყოს და პროცესი გავაკონტროლოთ. გამარჯვების სერიოზული შანსი გვაქვს - ხელისუფლების სუსტი წერტილი თბილისია. გაყალბებულ და მოსყიდულ არჩევნებშიც კი, მან დედაქალაქი წააგო.
თბილისის მაჟორიტარები მმართველმა პარტიამ, სინამდვილეში, ოპოზიციის ურთიერთდაპირისპირების ხარჯზე გაიყვანა. ამდენად, თუ ჩვენ თბილისის არჩევნებზე გაერთიანებას შევძლებთ, საკრებულოში ჩვენი სერიოზული წარმომადგენლობა გვეყოლება და თბილისის ბიუჯეტს გავაკონტროლებთ. ეს კი სერიოზული პლაცდარმია, ხელისუფლება შემდგომ არჩევნებზე დავამარცხოთ. სხვა რეალური გეგმა არ არსებობს.
გამოდის, იმედი აღარ გაქვთ, რომ ხელისუფლების შეცვლას მომავალ არჩევნებამდე შეძლებთ? - ვიცი, ამ შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გეგმა არსებობს. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ახლა კარგ მდგომარეობაშია, ძალადობისა და გაყალბების მექანიზმები დახვეწა და ამაზე სერიოზულად ფიქრობს. გიორგი თარგამაძეც გამოვიდა ამ იდეით და მგონი, მის მიერ გახმოვანებული იდეების განხორციელების ალბათობა დიდია (იცინის). ამ რეალობას კი ოპოზიცია მზად უნდა შეხვდეს.
თბილისის ხელისუფლებაში მოსვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. საპროტესტო აქციები იქნება თუ მასობრივი გამოსვლები, საბოლოოდ, ხელისუფლების ხელში აღებით დასრულდება. ამიტომ დღეს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამ დროს კი, ოპოზიციის ზოგი ლიდერი საკუთარ მიკროსკოპულ პოლიტიკურ ინტერესებზე ზრუნავს. ყველას მივესალმები, ვინც ნაბიჯებს ერთიანობისკენ გადადგამს, მაგრამ ბატონი შალვა, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, გვეუბნება, გაერთიანების პირობა ისაა, მე უფროსი უნდა ვიყოო, ეს რა ლაპარაკია?
რომელ გაერთიანებაზე საუბრობთ? გაერთიანებული ოპოზიცია, პრაქტიკულად, დაიშალა. ახლახან, თქვენი რიგები კონსტანტინე გამსახურდიამაც დატოვა. - არიან პოლიტიკური ძალები, არჩევნებზე გარკვეული შედეგი რომ აჩვენეს. “რესპუბლიკელების” საბჭოდან გასვლის შემდეგ, მათი რეიტინგი საგრძნობლად შემცირდა. იგივე ელის კონსტანტინე გამსახურდიასაც. მხარდაჭერა მხოლოდ იქაა, სადაც ერთიანობაა. ხალხს ეს კარგად ესმის. ასე რომ, ეს ნაბიჯი ბატონ კონსტანტინეს უფრო დააზარალებს, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიციას.
მან უკვე განაცხადა, მალე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ფარულ კავშირებს გამოვააშკარავებო. - მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი სახელისუფლებო თამაშს ჰგავს. ვერ გავიგე, რა ლაპარაკია ეს? შე დალოცვილო, თუ რამე იცი და რამე გაქვს სათქმელი, წინასწარ რა განცხადებებს აკეთებ? ადექი და, თქვი ყველაფერი. საბჭოდან გასვლა მისი არჩევანია, მაგრამ არაკორექტულია, იმ ხალხზე ასე საუბარი, ვისთან ერთადაც 1 წელი იბრძოდი.
დავუშვათ, რაღაც ინფორმაციები გაქვს კიდეც, ვინ მოგაწოდა? ან, რატომ მაინცდამაინც შენ მოგაწოდა და გენდო? ეს ის კითხვებია, კონსტანტინე გამსახურდიამ საკუთარ თავს რომ უნდა დაუსვას. მე კი, მასზე დიდხანს ლაპარაკს არ ვაპირებ.
არც იმაზე აპირებთ ლაპარაკს, ბაზალეთზე კრება რომ ჩაგიტარებიათ და საბჭოს წევრებს გიჩხუბიათ კიდეც? - ბაზალეთის გარდა, ჩვენ სხვა ადგილებშიც არაერთხელ შევიკრიბეთ. აი, დღეს, “კონსერვატორების” ოფისში შევხვდით ერთმანეთს. კამათი კი, საბჭოს ყველა სხდომაზეა, ყველა საკუთარ აზრს გამოთქვამს, პოზიციებს ვაჯერებთ და გეგმებს ისე ვსახავთ. ეს მუშაობის ჩვეულებრივი წესია.
გასაგებია, მაგრამ ბაზალეთზე თურმე, ვერ შეთანხმდით, ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდეთ თუ პარტიებმა ავტონომია შეინარჩუნონ. - ეს პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად არ განსხვავდება. შეიძლება, იყოს ერთი სუბიექტი, რომლის შიგნითაც პარტიები პოლიტიკურ ავტონომიას შეინარჩუნებენ. ხელმძღვანელ ორგანოში, ბუნებრივია, ყველა პარტიის წარმომადგენელი იქნება და პარიტეტს დავიცავთ. აქ საუბარია იმაზე, რომ ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია ქვედა დონეზე შეიქმნას და საერთო იყოს პოლიტიკური მოძრაობის აღმასრულებელი ვერტიკალი.
სიმართლე გითხრათ, ეს ინტეგრაცია, მაინც უტოპიურად მიმაჩნია. - ასე საბჭოს შექმნამდეც ფიქრობდნენ, მაგრამ... გაერთიანება მოხერხდა. იდეის დაბადებიდან მის რეალიზაციამდე, დროა საჭირო. საზოგადოების მოთხოვნა ისევ ერთიანობაა. ასე რომ, ამ იდეის ალტერნატივა არ არსებობს. სხვაა, თუ ვინმე პატიოსნად იტყვის, მირჩევნია, ჩემს პატარა პარტიაში აწყობილ საქმეს მივხედო, მშვიდად ვიყო შეთამაშებულ კოლეგებთან, ვიდრე დიდ გაერთიანებაში წავიდე და არ ვიცოდე, “მთლა უფროსი” გავხდები თუ არაო.
ისე, ამბობენ, რომ ყველასი თუ არა, საბჭოში შემავალი 2-3 პარტიის “თლა უფროსი” ოქრუაშვილი შეიძლება გახდეს.
- თუ 2-3 პარტია გაერთიანდება, მისასალმებელია. ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია, არ ვიცი. კონსულტაციები მიდის, მაგრამ დეტალები ჩემთვის უცნობია. თუ გამსხვილების პროცესი დაიწყება, მივესალმები და სიამოვნებით შევუერთდები.
ესე იგი, ოქრუაშვილის გარშემო სიამოვნებით გაერთიანდებით? - იმის პრობლემა არ მაქვს, რომ აუცილებლად ისე უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, როგორც მე ვიტყვი. თუმცა კონკრეტული პიროვნების გარშემო გაერთიანებას არ მივესალმები. ერთი ადამიანის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალის მოქმედებებსა და შედეგს ვხედავ და ვიმკი. სხვათაშორის, დიდი პასუხისმგებლობის განცდა მაქვს, რადგან ამ ყველაფრის ხელშემწყობი, თავის დროზე, მეც ვიყავი.
მგონი, სინანულსაც გრძნობთ... - სინანულს - არა. მაშინაც ხალხის დაკვეთა შესრულდა - შევარდნაძე არ გვინდოდა და არ ვიფიქრეთ იმაზე, მერე რა იქნებოდა. ხომ იცით, ჭკვიანი ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. თუმცა არ ვაპირებ, “ვაის” გავეყარო და “ვუის” შევეყარო.
რამდენად რეალურია, ამ ბრძოლაში ნინო ბურჯანაძესთან ერთად გიხილოთ? - ოპოზიციის გვერდით ნინო ბურჯანაძე შეიძლება თავს მოიაზრებს. ან შეიძლება, ასე მასთან დაახლოებული ჟურნალისტები ფიქრობენ. როგორც რუსები იტყვიან - “მეჩტატ ნე ვრედნო”. ბურჯანაძე იმდენად ცუდად იქცეოდა, ოპოზიციის რიგებში მისი ადგილი არ არის. გადამწყვეტ მომენტებში წესიერად რომ არ იქცევი და გიგა ბოკერიას ემსგავსები, ოპოზიციაში გადასვლა ძალიან გაგიჭირდება.
ოპოზიცია ისევ ზეწოლსა და ტერორზე საუბრობს. ბეჟან გუნავასთვის პოლიტიკური თავშესაფარიც მოითხოვეთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მალე, მთელი ეროვნული საბჭო ქვეყანას დატოვებს. - ეს ზეწოლა კი არა, ტერორი, ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიტიკური დევნაა. ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ ყველანაირ მეთოდს იყენებს, მაგრამ აღშფოთებასა და ყვირილს არ ვაპირებ, რადგან ავტორიტარული რეჟიმისგან ეს ყველაფერი მოსალოდნელიცაა. ადამიანისთვის დევნის ობიექტად ყოფნა რთულია. ამიტომ ითხოვს გუნავა თავშესაფარს. მე კი, ამ უფლებას არასოდეს გამოვიყენებ. სხვა ქვეყანაში ცხოვრებას აქ სიკვდილი მირჩევნია.
ბრძოლის გაგრძელებას რა თანხებით აპირებთ მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დაფინანსება შეგიწყდათ? - მოსალოდნელიც იყო, ეს ბანდიტები თავიანთ წინააღმდეგ მებრძოლებს ხომ არ დააფინანსებდნენ? ასე რომ, ლოგიკურად მოიქცნენ. ჩვენ კი, რა სახსრებიც და რისი საშუალებაც გვექნება, ისე ვიბრძოლებთ.
02:01 21.07.2008
This post has been edited by giganti on 21 Jul 2008, 03:03
--------------------
F.R.E. FUCK RUSSIA EVERYWHERE
სრული დეოკუპაცია!!!!!!
ქართველებო ოდნავ აზრზე მოდით.. სულ ოდნავ თორემ ერთად ვიხილავთ "ახლად გაღვიძებულ თბილისსაც"... (C) uzul
|