წინა თემაში ისმებოდა ერთიდაიგივე კითხვები იმის გამო რომ პირველ გვერძე საჭირო იმფორმაცია არ მოიძებნებოდა... მე თვითონ მანქანას ველოდები და ბევრი ვიტანჯე სანამ გავარკვევდი ყველაფერს...
გაფორმების ეკონომიკური ზონა "გეზი"ტერმინალი მუშაობს 24/24-ზე.
საინფორმაციო: 226-28-57 - 226-28-58
ფოთში სატერმინალო გექნებათ
122 ლარი გადასახდელი (მანქანაზე) ამ თანხაში შედის ყველაფერი ტრანზიტული ნომრების ჩათვლით 45 დღის განმავლობაში.
გემის შემოსვლის და დაცლის შემდეგ კონტეინერებს ხსნიან მანქანების მეპატრონეების გარეშე, გამოყავთ მანქანები და გადაყავთ პარკინგზე. (კამერები აფიქსირებენ კონტეინერის გახსნის მომენტს და მოთხოვნის შემთხვევაში გაჩვენებენ)
მანქანის პარკინგზე გადმოყვანიდან 48 საათი გაქვთ უფასოდ გამოყვანის საშუალება, 48 საათის შემდეგ პირველ ხუთ გადაცილებულ დღეზე დღეში 10-10 ლარი, შემდეგ უკვე ყოველ მომდევნო დღეზე 20 ლარი.
რაც ბოლომდე ვერ გავარკვიე

კონტეინერის გახსნის დროს ხშირად არის ჩივილები მანქანის დაზიანების/გაძარცვის ფაქტებზე...
ამბობენ რომ შესაძლებელია კონტეინერის გახსნის პროცესზე მეპატრონის დასწრება მაგრამ ჭირდება მინდობილობები და ა.შ... ამ კითხვაზე თუ გაქვცემს ვინმე კომპეტენტურ პასუხს კარგი იქნება.
საიტები/ტელეფონები სადაც თქვენ შეძლებთ კონტეინერის ნომრის მიხედვით მისი ადგილმდების შესახებ იმფორმაციის მიღებას:
MAERSK
http://www.maerskline.com/appmanagerტელ: 43 08 01/02/03
MSC
http://www.mscgva.ch/tracking/ტელ: 43 33 00 /0/202/200
CMA
http://www.cma-cgm.com/eBusiness/Tracking/Default.aspxტელ: 94 08 89 /90
ZIM
http://www.zim.com/ტელ: 92 00 63
NORASIA/EISA
http://www.csavnorasia.com/rastreo/rastreo...rtrace?OpenFormტელ: 33 48 25/26 - შიდა 101
http://services.rs.ge/SearchGez/Search.aspxსაიტის მეშვეობით შეიტყობთ თქვენი კონტეინერის შემოსვლამდე 48 საათით ადრე SMS-ის საშვალეებით (საჭიროა რეგისტრაცია და კონტეინერის ნომრის მითითება).
http://www.marinetraffic.com/ais/ესეც გამოსადეგი საიტია, ზუსტად ნახავთ სად არის გემი რომელზეც თქვენი კონტეინერი დევს. (საჭიროა გემის დასახელება)
http://vin.ge/განბაჟების კალკულატორი;
ტრანსპორტირების კალკულატორი;
ავტომობილის გამოშვების წლის დადგენა;

This post has been edited by Bukuti on 29 Jun 2011, 23:06