ჯულიეტა მაზინა / Giulietta Masina
დაიბადა: 1921 წლის 22 თებერვალს სან ჯორჯო დი პიანოში (იტალია)
გარდაიცვალა: 1994 წლის 23 მარტს რომში (იტალია)
სამსახიობო აქტივობის წლები: 1948 - 1991
მოკლე ინფორმაცია: ჯულიეტა მაზინა იტალიური კინოს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა... მას ზედმეტსახელად "ჩარლი ჩაპლინი იუბკაში"-ც კი შეარქვეს

მისი სახის ნებისმიერი გამომეტყველება, მიმიკები, მოძრაობა - ეს ყველაფერი მაყურებელს მაქსიმალურად ჩაითრევს ფილმში და მის გმირს შეგაყვარებს... როგორ შეიძლება არ შეგიყვარდეს კაბირია - გულუბრყვილო ქალი, რომელსაც სჯერა სიყვარულის.... ანდაც ჯელსომინა, ძამპანოს მიერ "იაფად ნაყიდი" გოგონა...

ან მისი დუეტი მარჩელოსთან ერთად ფილმში ჯინჯერი და ფრედი

მეოცნებე კაბირია...


ჯელსომინა


ჯინჯერი და ფრედი


გარდა იმისა რომ იგი გახლდათ უნიკალური მსახიობი, ჯულიეტა ასევე იყო უდიდესი რეჟისორის, მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, გენიოსის, ფედერიკო ფელინის მეუღლე... ეს ორი ადამიანი იდეალურად შეეწყო ერთმანეთს... მიუხედავად იმისა, რომ ჯულიეტამ იცოდა ფედერიკოს ღალატის შესახებ (როგორც ცნობილია, ფელინი გატაცებული იყო მსუქანი ქალებით), მათ შორის არ მომხდარა არაფერი ისეთი რაც მათ დააშორებდათ... ჯულიეტას ესმოდა, რომ ფედერიკოს ღალატი მისი არტისტული მოთხოვნილებიდან გამომდინარეობდა და არანაირი კავშირი არ ქონდა სიყვარულთან... ის ცხოვრების ბოლომდე დარჩა ფელინისთან... მისი სიკვდილის შემდეგ კი სულ რაღაც ექვს ტვეში თვითონაც გარდაიცვალა... ვეღარ გაუძლო საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლეს

ასე გამოიყურებოდა იგი სიკვდილამდე რამოდენიმე ხნით ადრე


პ.ს. ამ უდიდესს მსახიობზე კი უნდა იყოს თემა... ხოდა დარწმუნებული ვარ, მონიკას ექნება კარგი ინფორმაციები და სურათები... ისევე როგორც რამოდენიმე ადამიანს, რომლებიც ძალიან კარგად ერკვევიან იტალიურ (და საერთო ევროპულ კინემატოგრაფიაში)... გთხოვთ დაამატოთ ინფორმაციები და მნიშვნელოვანი ფაქტები ჯულიეტას შესახებ
ფილმოგრაფია:
Aujourd'hui peut-être... (1991)
Ginger e Fred (1986)
Perinbaba (1985) .
The Madwoman of Chaillot (1969)
Non stuzzicate la zanzara (1967)
Scusi, lei è favorevole o contrario? (1967)
Giulietta degli spiriti (1965)
Kunstseidene Mädchen, Das (1960)
Jons und Erdme (1959)
Nella città l'inferno (1959)
Fortunella (1958)
Notti di Cabiria, Le (1957)
Bidone, Il (1955)
Buonanotte... avvocato! (1955)
Strada, La (1954)
Donne proibite (1954)
Cento anni d'amore (1954)
Via Padova 46 (1954)
Romanzo della mia vita, Il (1952)
Sceicco bianco, Lo (1952
Europa '51 (1952)
Wanda la peccatrice (1952)
Ai margini della metropoli (1952)
Cameriera bella presenza offresi... (1951)
Luci del varietà (1950)
Persiane chiuse (1950)
Senza pietà (1948)
Paisà (1946)
IMDBWikipedia