მოკლედ კარგო ხალხო, ასეა საქმე. მაქვს ტაბულაციები (TablEdit და Power Tab ფორამტებში). ბევრი სხვადასხვა კომპოზიციაა: ჯაზის, ბლუზის, როკის და კლასიკური მუსიკის ჩათვლით (პინკ ფლოიდი, ბიტლზები, როლინგ სტოუნი, ქუინი, ლედ ზეპელინი, AC/DC, ტარეგა და ალბენიზი და სხვა ხალკეული კომპოზიციები (მაგალითად ვინსენტი, კავატინა, ავე მარია და ა.შ.). ფაილის ზომა (ზიპ ფაილი გავაკეთე) არის 7.3 მეგაბაიტი. გიტარის მოყვარულებისათვის არის საუკეთესო კოლექცია სასწავლად. 2 წლის განმავლობაში შეგროვებული ნაწვალებია. ვისაც სურს ეს ტაბულაციები, მითხარით ქართული თავისუფალი სერვერი ფაილების ასატვირთად და ავტვირთავ. ისეთი სერვერი თუ იცით, რომე ანგარიშის გახსნა არ ჭირდება და სტუმრის ეკაუნტი შეიძლება გამოიყენოს კაცმა, მთალდ კაი იქნება.
P.S. ამ ფაილებს ვაყოლებ გამშვებ პროგრმებს: powertab და TEF Viewer. ინსტალაციის მერე ავტომატურად მოხდება შესაბამისი ფაილებთან ასოციაცია. თუ არადა მანუალურად შეგიძლიათ გააკეთოთ. Guitar Pro ფასიანი პროგრამაა და არ მაქვს. ამ ტაბუაციებში არის Guitar Pro-ს ფაილებიც და შეგიძლიათ Guitar Pro უფასოდ ჩამოტვირთოთ და სინჯოთ 15 დღის განმავლობაში.
ამ ვებგვერდიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ეს პროგრამა.
P.P.S. ბევრ სიმღერას აქვს გიტარის არასტანდარტული წყობა (მაგალითად 'ავემარია' DGDGBE წყობაშია). ყველა სიმღერაზეა პრინციპში წყობები მითითებული როცა თავიდან გახსნით ფაილს.