#10555750 · 26 Jul 2008, 19:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგიერთ ბაქტერიას აქვს სპეციალიზირებული სტრუქტურა ან წარმონაქმნი მაგ:. PILI ან გამოიმუშავებს ნივთიერებებს მაგ:. გლიკოკალიქსს ან კაფსულას, რომელიც აძლევს მას საშუალებას მიემაგროს(მიეწებოს) უჯრედების ზედაპირებს, რის საშუალებითაც იზრდება პათოგენის უნარი გამოიწვიოს დაავადება. ეს "მისაწებებელი" მექანიზმები არის გადამწყვეტი ისეთი ორგანიზმებისთვის რომლებიც ემაგრებიან ლორწოვან მემბრანებს, ხოლო მუტანტ ორგანიზმებს რომელთაც ეს მექანიზმები არ გააჩნიათ უმეტეს შემთხვევაში არიან არაპათოგენურები. მაგ:. NEISSERIA GONORRHOEAE და E.COLI-ის PILI განაპირობებს ამ ორგანიზმების მიმაგრებას შარდ-სასქესო ტრაქტის ეპითელიუმზე, ხოლო მაგ:. STAPHYLOCOCCUS EPIDERMIDIS-ის გლიკოკალიქსი განაპირობებს მის მიმაგრებას გულის სარქვლების ენდოთელზე. იმ მოლეკულებს რომლებიც მონაწილეობენ მიმაგრებაში(მიწებებაში) ადჰეზინები (ADHESINS) ეწოდებათ ხოლო მატრიქსს,რომელიც გაკეთებულია ადჰეზინის მოლეკულებით და ქმნის ბაქტერიის გროვის "სამოსს" ბიოფილმი ეწოდება. ბიოფილმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის პათოგენეზში, რადგანაც იგი იცავს ბაქტერიებს ანტისხეულებისა და ანტიბიოტიკებისგან. წყარო(review of medical microbiology and immunology by levinson. 10-th edition)
--------------------
[COLOR=blue]be good, be bad, but just BE!!!
|