ჩვენს განყოფილებაში ოფიციალურად გამოცხადებული ლუპერცალიის შემყურემ, გადავწყვიტე საბოლოოდ ჩამოვიხსნა "მელომანის" ნიღაბი ...
დიახ ბატონებო, მეც ისეთივე გარყვნილი და გათახსირებული ვარ, როგორც ბევრი თქვენთაგანი. აზრი აღარ აქვს ამის დამალვას. მოვიდა დრო საჯაროდ განვაცხადო - ყოველდღიურ ცხოვრებაში გამუდმებით ვბილწსიტყვაობ და ჰოი საშინელებავ, თვით ეროტიულ ფოტოებსაც კი ვათვალიერებ ....
იმისთვის, რათა ოდნავ მაინც ჩამოვირეცხო სირცხვილი, შევეცდები ეს აღიარებითი თემა მუსიკას დავუკავშირო ....
მიმაგრებული სურათი