sindiofalacheqmebshiმე ექიმი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე წელია, მაგ მალების არეში მაქვს გართულებები.
ხერხემალში ცვლილებები უფრო ადრე იწყება, ვიდრე ტკივილი გაჩნდება. ხერხემალმა ტკივილით სიგნალი თუ მოგცა, ეს ნიშნავს, რომ არასწორად ექცეოდი კარგა ხანს. აწი მაინც უნდა გაუფრთხილდე, რომ შენზე ადრე არ დაბერდეს და არ გიმტყუნოს.
ცურვა არის უნივერსალური გზა, რომელიც ამ პრობლემის დაკონსერვებაში გეხმარება. ფაქტიურად ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მიიღო. თუ არ დაუჯერებ ექიმს, სავარაუდოდ, უფრო დაგიმძიმდება სურათი. ხერხემალს უყვარს გაფრთხილება და ზერელე დამოკიდებულებას არ პატიობს.
ხერხემალზე ყველა მასაჟი რაღაც პროცენტით რისკია, რომ რაღაც არასწორად არ გაგიკეთონ. შეიძლება მხოლოდ საერთო სარელაქსაციო მასაჟი. ხერხემალზე ხელი არ ახლებინო მასაჟისტს. საბედნიეროდ, პროტრუზია არ გქონია. ცურვა ყველაზე უხიფათოა. სასურველია ნელი, არამკვეთრი მოძრაობები ისეთი ამპლიტუდით , რომელიც არ გტკივა. ისეთი მოძრაობები უნდა ეძებო, რომელშიც ტკივილს აიცდენ. შტანგა ყოვლად გამორიცხულია. არ ვარგა ხტუნვა და სირბილი. ვარჯიში მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში სწორ ხერხემალზე. სასურველია ისეთი ვარჯიშები, რომლებიც ხერხემლის სწორად დაჭერას უზრუნველყოფენ. უნდა ვარჯიშით განვითარდეს ხერხემლის "კუნთოვანი კორსეტი".
ორთოპედიული მატრასები. მე მაქვს თურქული "Divan" -- ძალიან კარგია. ფიცარზე აწვენდნენ ადრე -- არ შეიძლება, არც ასეთი მაგარი უნდა იყოს და არც ფუმფულა ჩაზნექილი.
დროთა განმავლობაში ტკივილი შეიძლება შემცირდეს. მაგრამ მაგან არ გაგათამამოს.
დიკლობერლი უფრო იმ შემთხვევებისთვისაა, როდესაც რევმატიული ან ანთებითი პროცესი მიდის . სხვა შემთხვეგაში აზრი არ აქვს. პირველად თუ გიშველის, სანამ გაღიზიანებული გაქვს, მერე კი ეფექტი აღარ ექნება.
აი, ეს უცბად, რის თქმაც შემიძლია.
ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის მეთოდით გამოკვლევა ჩატარებული გაქვს?