#18140688 · 23 Feb 2010, 21:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საინტერესოა რამდენად დიდია თუ საერთოს არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოში
დღეს როგორც გავიგეთ ერთ ერთმა რადიომ მაგალიტად დაუფიქრებლად გაანტავისუფლა 100 ადამიანი სამსახურიდან. ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ შემტხვევაში იმ მენეჯერს არ გააჩნდა, რამდენად ხშირია ესეთი შემტხვევები?
მაგალიტად დასავლურ ქვეყნებში, კერძოდ გერმანიაში, ადამიანს ისე ვერ გაუშვებ სამსახურიდან თუ ძირეულად ვერ დაუსაბუთე გაშვების მიზეზი. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია გაანთავისუფლო თუ ის უხეშად და თვალნათლივ არღვევს კონტრაქტით გათვანისწინებულ პირობებს, თან ამის დამტკიცება უნდა შეგეძლოს. მაგალიტად ეკონომიური კრიზისი არ არის საბაბი თანამშრომლების განთავისუფლებისა, ამ შემთხხვევაში გერმანიის მთავრობა იღებს თავის ტავზე მომუშავე პერსონალის ხელფას, ხდება კომპანიების სუბსიდირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა მან შეინარჩუნოს თანამშრომლები და არ გაიზარდოს უმუშევართა რიცხვი.
ასევე საინტერესოა თუ რამდნად დიდია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ქართველ ხალხში ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანუ თუ ჩემი საკუთრება არ არის, მაშინ მკიდია დამოკიდებულება რამდენად დიდია. რამდენად დიდია სახლში სუპერ ევრო რემონტი, ხოლო კარების მიღმა სადარბაზოში დომხალი, სიბინძურე და ნაგავი. რამდენად ზრუნავს თითოეული ადამიანი საზოგადოებაზე? საზოგადოებრივ კუთვნილებაზე? რამდენად ყრის ის ნაგავს მერვე სართულიდან ან თუნდაც ავტომანქანიდად პივის ბოთლს?
ჩამოვწეროთ მაგალიტები და ვიფიქროთ მათი გადაჭრის გზებზე
საინტერესოა რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ რომ საქართველოს მოქალაქემ იგრძნოს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომ შემდგომ თავისი ნაბიჯებიტ მან მიიღოს საზოგადოების კეთილდღეობის და შესაბამისად ქვეყნის მშენებლობაში წვლილი
პ.ს. იმედია მოდერაცია მიხვდება რომ თემა პოლიტიკურია, რადგან მიზნად ისახავს ასვე მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე მსჯელობას
This post has been edited by Geo_Tas on 23 Feb 2010, 21:08
|