მოკლედ, მთელი რიგი მიზეზების გამო, მაზერი თავიდან გამიხდა საყიდელი და იგივე მიზეზები რომ არ განმეორდეს, რის გამოც მაზერი თავიდან გამიხდა საყიდელი, ჩავატარე მთელი კვლევა-ძიება იდეალური, ან იდეალურთან მიახლოებილი მაზერის გამოსავლენად.
საუბარია მხოლოდ Intel-ის მაზერებზე DDR2-ის მხარდაჭერით
როგოც მოგეხსენებათ, საუკეთესო ჩიპსეტებად ითვლება X38, X48, P35, P45, ამიტომაც სწორედ ამ ჩიპსეტიან მაზერებს დავერიე ინტერნეტში.
მრავალი მეგაბაიტი ტრაფიკისა და მრავალსაათიანი თვალების დაწითლების შედეგად გადარჩეული იქნა შემდეგი მაზერები:
1 - Asus P5E / Intel X38
2 - Asus Maximus Formula / Intel X38
3 - Asus Rampage Formula / Intel X48
4 - GIGABYTE GA-X38-DQ6 / Intel X38
5 - GIGABYTE GA-X48-DQ6 / Intel X48
6 - DFI Lanparty LT X48-T2R / Intel X48
1 - Asus P5E / Intel X38 / FSB 1600(არაოფიციალურად)/1333MHz /DDR2 1200 - 235$ (newegg.com)
http://www.newegg.com/Product/Product.aspx...N82E16813131219ეს მაზერი მართლა კარგი რამე აღმოჩნდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყველაზე იაფი ღირს ამ ჩამონათვალში. თითქმის იგივეა, რაც Maximus Formula, ოღონდ აქვს უარესი გაგრილების სისტემა და ჩამოჭრილი აქვს რაღაცრაღაცეები
მაგრამ
პრობლემები აქვს 45ნმ-იან პროცესორებთან
ჩიპსეტი ძალიან ცხელდება ოვერქლოქინგის დროს
საერთოდ, კარგი ოვერქლოქინგი არ გამოდის (Q6600 - 3 გჰზ-მდე, E8400 - 4 გჰც -მდე)
პრობლემები აქვს ბიოსის განახლებასთან
ბევრი მაზერი თავიდანვე ბრაკია
დანარჩენების განხილვას ვეღარ ვასწრებ, მოგვიანებით გავაგრძელებ და იქნებ თქვენი აზრი გამოთქვათ ამ მაზერებზე, თუ კიდევ რამე უკეთესს შემოამატებთ ამ სიას, ეგ ხომ საერთოდ კარგი იქნება