არ ვიცი, ვინმეს გაქვთ თუ არა ეს წიგნი წაკითხული...ამიტომაც ვხსნი ამ თემას - 1. იქნებ ვინმეს აქვს. 2. და საერთოდ, ეგებ დაგაინტერესოთ.

ამ წიგნის ავტორია ცნობილი გერმანელი მწერალი ოტფრიდ პროისლერი (85 წლისაა ამჟამად). საერთოდ, ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც საბავშვო წიგნების ავტორი (მათ შორის, ძალიან ცნობილია "პატარა კუდიანი" -
ანიმაციური ფილმის ლინკი ).
თუკი არსებობს ნაწარმოები სადაც საუბარია შავ მაგიაზე, ”კრაბატი” ერთ-ერთი საკმაოდ ჩამთრევი წიგნია. პირველ რიგში, მასში სუფევს გარკვეული იდუმალება, კითხვისას ნათლად წარმოიდგენთ იმ გარემოს, რომელშიც მიმდინარეობს მოქმედება, არ არის გადატვირთული უაზრო ელემენტებით.
წიგნში ასეთი რამ ხდება - ბიჭუნა კრაბატი, თავის მეგობრებთან ერთად საშობაოდ კარდაკარ დადის და ტკბილეულობას აგროვებს. ერთხელ ღამით მას ესიზმრება უცნაური წისქვილი და ხმა, რომელიც წიქსვილში უხმობს. იღვიძებს ეს კრაბატი და ეძებს წისქვილს. იქ იგი წისქვილის ბატონს ნახავს, რომელიც შესთავაზებს შეგირდობას. კრაბატი დაუფიქრებლად დათანხმდება - მან უბრალოდ იცის, რომ ეს რაღაცას მოუტანს.
წისქვილში მუშაობა მიდის - ყველა ჩვეულებრივად ფქვავს, მაგრამ სხვა დროს მისი, ოსტატის მოსწავლეები შავ მაგიას სწავლობენ. თუმცა, აქ შავი მაგია სხვანაირად არის გამოტანილი - მაგალითად, გამოყენებულია ზღაპრებში გავრცელებული ცნობილი მოტივი, როდესაც ერთი ადამიანი იქცევა ცხენად, მეორე კი მას ყიდის ბაზრობაზე, შემდეგ კი ორივე ბრუნდება შინ ფულით. კიდევ არის ასეთი სცენები - ყოველ წელს მოწაფეები ერთი ღამით გადიან ტყეში და გარკვეული რიტუალების შემდეგ ქრებიან და უთვალთვალებენ სოფლელ გოგონებს, რომლებიც ღამის შემოვლით დადიან ტყეში....თუმცა ასე რთულია ზუსტად გადმოცემა, რა ხდება ამ წიგნში.
მაგრამ ყოველ წელს ოსტატის სურვილებს ეწირება თითოეული შეგირდი.... ამით არ მთავრდება..უბრალოდ ყველაფერს არ მოვყვები... თავისთავად, წიგნს ”ჰეპი ენდიც” აქვს....მაგრამ მანამდე ბევრი მწარე ამბავი მოხდება.
ესეც წიგნი
http://orel3.rsl.ru/1000/Proysler_Krabat.htm